მამაკაცს საახალწლო პიროტექნიკა აუფეთქდა, რის შედეგადაც ხელი დაკარგა
იტალიაში საახალწლო ასაფეთქებლების გამოყენებას კანონი არ კრძალავს, მაგრამ წინა წლების გამოცდილების საფუძველზე, ადგილობრივი ქალაქების მერებმა, მოსახლეობას სიფრთხილისკენ და თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
მიუხედავად ამისა, შუაღამიდან მოყოლებული, სასწრაფო დახმარებაში პიროტექნიკით დაშავებულთა ზარები არ წყდება.
ერთ-ერთი პირველი იყო, 40 წლის ტარანტოელი მამაკაცი, რომელსაც წუნიანი პიროტექნიკა, გასროლამდე აუფეთქდა ხელში.
მამაკაცმა შედეგად მძიმე დამწვრობები მიიღო და მარჯვენა ხელი დაკარგა. ტარანტოს საავადმყოფოდან ის სასწრაფოდ ბარის კლინიკაში გადაიყვანეს, იმ იმედით, რომ ხელს ნაწილობრივ შეუნარჩუნებენ.
პოლიციამ მოკვლევა დაიწყო იმის გასარკვევად, თუ სად შეიძინა მამაკაცმა აღნიშნული პიროტექნიკა.
1730821566
სოციალური მედია„ფულს რომ ვნახავ რანაირად გადავაბიჯო და გავიარო?“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე?
მსახიობი, ჟურნალისტი და ახლა უკვე გიდიც, დათო ლიკლიკაძე, რომელიც სინგაპურში იმყოფება სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს. „სინგაპურში ადგილობრივი გიდი გვაფრთხილებს, რომ ფული თუ ვიპოვეთ ქუჩაში...
1730818574
სოციალური მედიანახეთ, როგორ მიულოცა ვარლამ ლიპარტელიანმა იუბილარ ცოლს დაბადების დღე
ცოტა ხნის წინ ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი და მისი რჩეული გიული ჭკუასელი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. დღეს, 5 ნოემბერს ვარლამის ცოლს დაბ...
1730816204
საზოგადოებაცხინვალის ტყვეობიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ტყვეობიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბი...
1730814455
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7280 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1730810085
საზოგადოება🎥 იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება მაღალ წნევას და გაფართოებულ ვენებს? - ექიმების რეკომენდაციები
ჯდომის ძალიან ბევრი მანერა არსებობს, მაგრამ უმეტესობა ადამიანებისა ფეხი ფეხზე გადადებული ზის, რადგან ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პოზაა, თუმცა არა სასარგებლო, რადგან ეს არ არის ფიზიოლოგიური. ამ დროს არ...