„მოედო ქვეყნის ყველა კუთხეს, ოჯახს დანატრებული ქალები“ - ემიგრანტის ქალის წერილი

„ემიგრანტობა ხომ იძულებითი, მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის გამოსავალია. ემიგრანტები მართლაც რომ იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ოჯახს და საყვარელ ადამიანებს მოწყვეტილი ქალები.“ - ამ შინაარსის წერილს ემიგრანტი ელგა ცუხიშვილი, ემიგრანტთა ჯგუფში ავრცელებს.

„დედებს მოგლეჯილი შვილები, შვილებს მოგლეჯილი დედები, ქმრებს მოწყვეტილი მეუღლეები და საახლობლო სამეგობროს დაშორებული თვალცრემლიანი ადამიანები. ბევრი ფიქრის მერე, ანდაც ნაუცბადევად გადაწყვეტილება მიღებული ქალები გაიხურავენ სახლის კარებს და იქ რჩება გული, მკერდიდან ამოგლეჯილი გული, მხოლოდ უგულო და უსულო სხეული მიდის ქვეყნის გარეთ. ზოგი სად და ზოგი სად.

მოედო ქვეყნის ყველა კუთხეს, ოჯახს დანატრებული ქალები. ერთს მეორე მიემატა, მეორეს მესამე და სოკოებივით იმატა ემიგრანტთა არმიამ. უცხო ქვეყანა, უცხო ენა, უცხო ადამიანები, უცხო ადათ-წესები, უცხო სამზარეულო და უცხო რელიგიაც კი. ითვისებ ცოტ-ცოტას ყველაფერს. ეგუები უცხო გარემოს, უცხო ადამიანებს. მხოლოდ რელიგია რჩება წმინდა და ხელშეუხებელი. ვინ სად, ვინ როგორ ოჯახში მოხვდება ნეტავ? ვის როგორი ავადმყოფი ჰყავს? ვის როგორი შესაგუებელი პატრონი ჰყავს? ეგუები ყველანაირ პირობებს, უძილო ღამეებს, ავადმყოფის გაუსაძლის კაპრიზებს, მცირედ ულუფას, იმასაც რომ ლუკმებს გითვლიან. შენი საკუთარი თავისთვის ვეღარც იცლი. მხოლოდ მექანიკურად მოძრაობ დილიდან დილამდე.

ღამე, უძილო გრძელი ტანჯვის ღამე. ცრემლით დასველებული ბალიში და ლოცვაში დათენებული ალიონი. ათასჯერ ჩალაგებული გაქვს ჩემოდანი და იღებ ბოლო გადაწყვეტილებას, "წავალ ამ ჯოჯოხეთიდან და დამთავრდება ეს ტანჯვაც". ისევ ამოლაგებული ჩემოდანი, "რომ წავიდე მერე ოჯახს რა ეშველება"... და ისევ მეორდება ტანჯვის დღეები თუ ღამეები. მხოლოდ თვის ბოლო გამშვიდებს. აღებულ ხელფასს ანაწილებ და მეორე თვის ბოლომდე ისევ ჯიბეცარიელი ხარ. არც ამაზე არ დარდობ, მთავარია შვილები გყავდეს კარგად.

და რა ხდება ამ დროს საქართველოში? რა ხდება შენს ოჯახში ? რა ხდება სამეგობროში ? ყველას რომ ჰგონია, "უჰ უშველე თავს და გაიქეცი", - "შენ რა გიჭირს დოლარებს კი იღებ", "უჰ რა მაგარ ფოტიებს იღებ რა ბედნიერი ხარ"... გაუტკბა ევროპა და აღარც აპირებს ალბათ დაბრუნებას", " მგონი საყვარელიც გაუჩენია და რაღაზე ჩამოვა ოჯახში"... გორავს და გორავს ჭორი. იგება და იგება ცილისწამების კოშკები, იხლართება და იხლართება ცრუ ინფორმაციები, ინგრევა წლობით ნალოლიავები ოჯახები. ეჭვით უყურებს საახლობლო. მგონი შვილებსაც გაუჩნდათ დედის სიწმინდეში ბზარი. ხდება გაუცხოება და მხოლოდ მოკითხვით მთავრდება სატელეფონო საუბრები, თითქოს ვეღარ აწყობ ურთიერთობას და როცა ტელეფონს გამორთავ, გახრჩობს ზღვა ცრემლები. ისევ უბრუნდები ჯოჯოხეთს და იწყევლები გაჩენის დღეს. ვერ გარკვეულხარ რა სჯობია. ნანობ გადადგმულ ნაბიჯს. ნანობ ოჯახიდან დაშორებას. ნანობ... ნანობ... ბევრ რამეს ნანობ.. და გამოსავალი მხოლოდ ერთია, დაბრუნდე!!! გთხოვთ დააფასეთ ემიგრანტი დედები ვერასდროს ვერ გაიგებთ მათ რისი ატანა უწევთ! ვერასდროს!“- წერს ელგა ცუხიშვილი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 მოხუცის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ “ბადანტე” და მისი მეგობარი მამაკაცი დააკავა

📌 იტალიის ერთ-ერთი რეგიონის რიგი ქალაქები, წითელ ზონაში გადადიან - ცხადდება კომენდანტის საათი

📌 იტალიაში, მოსამსახურეებზე და "ბადანტეებზე" მოთხოვნა გაიზარდა    

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770546

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...

ზოგადი

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი