ორმა „ბადანტემ“ 3000 -ევროიანი ჩანთა მოიპარა

იტალიაში, ქალაქ კიავარის ერთ-ერთი ბრენდული მაღაზიიდან, ჩანთა მოიპარეს, რომლის ღირებულებაც 3000 ევროს შეადგენდა.

ადგილზე მისულმა კარაბინერებმა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს, რის საფუძველზეც, ორი ახალგაზრდა ქალის იდენტიფიცირება მოხერხდა.

ჩანაწერებში ნათლად ჩანს, თუ როგორ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ქალები ძვირად ღირებული ნივთის მოსაპარად. ერთ-ერთმა მათგანმა, დაახლოებით 100 ევროს ღირებულების ნივთების შეძენით, კონსულტანტს ყურადღება გადაატანინა. ამასობაში კი, თანამზრახველმა ძვირად ღირებული ჩანთა მაღაზიიდან გაიტანა.

გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაული ორმა, 30 წლის წარმოშობით პერუელმა ქალმა ჩაიდინა, რომლებიც მილანში მოხუცების მომვლელებად მუშაობენ.

ერთ-ერთი მათგანის მშობლების ბინის ჩხრეკისას, ნაქურდალი ჩანთაც აღმოაჩინეს და ნივთი მაღაზიას დაუბრუნეს, ხოლო ორივე ქალი, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიაში, ვიჩენცაში ახალგაზრდა ქალი მისაბმელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

📌 რა არის PEC-ი? - ინფორმაცია იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის

📌 „60 მილიონიან ქვეყანაში, სადაც დასაქმებული მხოლოდ 23 მილიონია, ჩვენი საპენსიო სისტემა ამას დიდ ხანს ვერ გაუძლებს.“

📌 თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ზონა - რა შეზღუდვები ვრცელდება ჩამოთვლილ ზონებში და რა არა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741073286

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...

ელისო ბოლქვაძე

1741071610

მსოფლიო

იაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი

იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...

იაპონიაშიაპონიაშ

1741070616

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე:

1741065872

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...

დონალდ ტრამპი