„რა ბედნიერება და სიამაყეა, როცა ემიგრანტ დედას ამაგი დაუფასდება“ - გამარჯვების ისტორია

ასოციაცია „კულტურული მოძრაობა ქართველები იტალიაში“, მუხრან მაჭავარიანის სახელობის, საკვირაო სკოლის დამფუძნებელი, იურისტი ნინა წიკლაური სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„რა ბედნიერება და რა სიამაყეა, როდესაც ემიგრაციაში წასულ ქართველ დედას ახლობლების მრავალი წლის სიშორე და მონატრება დაუფასდება, მით უფრო შვილებისა, როგორც ირმა ტაბატაძეს, თავისი თენგო ხიდაშელის ამდენი წარმატება და დამსახურებული ჯილდო.
ირმა ტაბატაძე ზესტაფონელი ახალგაზრდა დედაა, რომელიც უკვე 5 წელია ემიგრაციაᲨი იმყოფება, იტალიის სამხრეთ რეგიონში რეჯიო-დი-კალაბრიაში. ირმამ შეძლო თავისი შვილის ფინანსური დახმარება გაეწია, უამრავ შეჯიბრზე მონაწილეობისა და პირველობის მოლოდინში... ემიგრაციაში, მის მიერ გამომუშავებული ხელფასი ამ გრძელი 5 წლის პერიოდში ძირითადად, თენგოს სპორტის სიყვარულში იხარჯება!
თვითმხილველი ვარ მრავალი რთული დღისა, რომელსაც ყველა ჩვენგანი გადის, უფრო მეტად კი დედები, შორს იმ საყვარელი და გულთან ახლოს მყოფი ადამიანებისგან, რომელსაც ოჯახი (შვილები) ჰქვია... მაგრამ ერთმანეთის მხნეობის ნიადაგზე რაღაცნაირად ყველა ითმენს ოჯახური ბუდის მომავლისთვის ზრუნვის მიზნის მისაღწევად!
ირმაც ერთ-ერთი იმ დედათა რიცხვს მიეკუთვნება ვინც იხტიბარი არ გაიტეხა და სპორტით, გატაცებულ და ძიუდოზე შეყვარებულ თენგოს არცერთი შეჯიბრი არ გააცდენინა - შედეგმაც არ დააყოვნა და 16 წლის ასაკში (9 წლიდან ვარჯიშობს) 130-მდე ოქროს მედლის მფლობელი გახდება, მათ შორის მსოფლიო ქამრის პრიზიორი.
ბოლო შეჯიბრზე კი, კვიპროსში ახლახან (ორი დღის წინ) მეორე ადგილის ვერცხლის მედალს (და ეს პირველი და ერთადერთი ვერცხლია 130 ოქროს მედალს შორის) დასჯერდება.
უსაზღვროდ გახარებული ვარ, უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ ემიგრატ დედას ამაგი დაუფასდა და შემდგომ თავად თენგოს გამო, ვინაიდან ასეთი კარგი შვილი, არა მარტო ირმა ტაბატაძის არამედ ჩვენი, ყველას და მთლიანად ჩვენი ქვეყნის სიამაყეა.
ჩვენი ასოციაციის სახელით ვულოცავთ მის ოჯახსა და ევროპის პრიზიორს, თენგოს ამ გამარჯვებას და კვლავ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ.“ - წერს ნინა წიკლაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 გაიგეთ, რა შეზღუდვები დაწესდა საშობაოდ იტალიაში, ქალაქების მიხედვით!
📌 საშობაოდ იტალიის მასშტაბით ამინდი გაუარესდება
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...