შობის ღამეს სამი 16-20 წლის ახალგაზრდა ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შობის ღამეს იტალიაში სამი ახალგაზრდა, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. 20 წლის გაეტანო პარიზი, 18 წლის როზარიო ქვინჩი და 16 წლის ალესანდრო ჩირონე, შობის აღნიშვნის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით, გზიდან გადავიდა.
მანქანაში იმყოფებოდა მეოთხე, 17 წლის ახალგაზრდაც, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მისი მდგომარეობა ამჟამად მძიმე, მაგრამ სტაბილურია. სიტროენ C3-ის მოდელის ავტომობილს გაეტანო პარიზი მართავდა. შემთხვევა სიცილიაზე, ნისენოსთან ახლოს მოხდა. წინასწარი მოკვლევით ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე უნდა იყოს.
ავარიიდან სულ ცოტა ხანში მაშველები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა ერთად მივიდნენ, მაგრამ მათ სამი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. სრული სურათის აღსადგენად, სამართალდამცველები მეოთხე ახალგაზრდას გამოჯანმრთელებას ელიან. რეგიონის გუბერნატორი მოსახლეობას სიფრთხილისკენ და მანქანის მართვის შემთხვევაში, ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
1740770674
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...
1740770546
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...