სიკვდილი დაბადებამდე - იტალიაში დატრიალებული ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი

სამახსოვროდ მხოლოდ ფოტო დარჩა, საიდანაც მოღიმარი სელენა, მეოცნებე თვალებით იყურება და თავის ჯუზეპეს ეყრდნობა. ფოტო 2021 წლის 10 აპრილით თარიღდება და წყვილის ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს ასახავს, წყვილის, რომელიც იტალიაში, აგრიჯენტოს პროვინციაში, რავანუზაში გუშინ გვიან ღამით დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლა.
გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარმა აფეთქებამ, რამდენიმე შენობის ნგრევა გამოიწვია. მეხანძრე-მაშველები, ამ დრომდე აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. ისინი ტექნიკის გამოყენებას ერიდებიან, რადგან ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ნანგრევებიდან ვინმეს კიდევ ამოიყვანენ ცოცხალს.
სელენას და ჯუზეპეს მსგავსად, ვერ მოხერხდა კიდევ რამდენიმე ადამიანის გადარჩენა: პიეტრო, ენცა, კარმელა, ჯოაკინა, კალოჯერო, ანჯელო და კიდევ ერთი ჯუზეპე, ყველაზე ასაკოვანი დაღუპულთა შორის, რომელსაც მალე 90 წელი უნდა შესრულებოდა.
ტრაგედიის მსხვერპლთა შორის არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ოფიციალურად, სახელით და გვარით, არასდროს დაფიქსირდება გარდაცვლილთა შორის, რადგან მშობლებმა მისთვის სახელის დარქმევაც ვერ მოასწრეს. სელენა თითქმის ცხრა თვის ორსული იყო და ყველა გამოთვლით ერთ კვირაში უნდა ემშობიარა, თუმცა...
ამავე თემაზე:
📌 იტალიაში გაზსადენი აფეთქდა, 12 პირი დაკარგულად ითვლება, მათ შორის სამი ბავშვი (ფოტოები)
📌 ტრაგედია იტალიაში - არიან დაშავებულები და გარდაცვლილები (ვიდეო)
📌 უამინდობა იტალიაში: ჩანგრეული ხიდი, ზვავი და 9 გადარჩენილი მეზღვაური (ფოტოები)
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...
1741003361
საზოგადოებაეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა
კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...