“უცხოეთში დროებით თუ სამუდამოდ დაკარგულმა ქალებმა ვიცით, რა მსხვერპლზე მივდივართ და რატომ ვაკეთებთ ამას“ - ლალი იმედაიშვილი

მედია მაუწყებელი exclusivetv.ge-ს სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ემიგრანტების მხარდაჭერა გახლავთ. საინფორმაციო სააგენტო ნიჭიერ ემიგრანტებს სიამოვნებით უთმობს პლატფორმას და ემიგრანტთა წერილებს, ფართო აუდიტორიას ხშირად უზიარებს.
დღეს, ლალი იმედაიშვილის, იტალიაში მყოფი ემიგრანტი ჟურნალისტის წერილს გთავაზობთ, რომელსაც ის სოციალურ ქსელ “ფეისბუკში“ ავრცელებს.
“დედაშვილობაზე მინდოდა დამეწერა... ყველაზე კარგად ოჯახებს მოწყვეტილმა, უცხოეთში დროებით თუ სამუდამოდ დაკარგულმა ქალებმა ვიცით, რა მსხვერპლზე მივდივართ და რატომ ვაკეთებთ ამას. არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდოდა!
თავისუფალი ნება არ ჰქვია მდგომარეობას, როდესაც მხოლოდ ორი არჩევანი გაქვს, ან მოსწყდე ყველაფერ ძვირფასს, რაც გაგაჩნია ცხოვრებაში ან უპერსპექტივო მომავლისთვის გაწირო შვილები. ქართველი დედების ძალიან დიდი უმრავლესობა პირველს ირჩევს!
ვერავინ, ვერცერთი ახლობელი ამქვეყნად, შვილიც კი, ვერ გაიგებს შენს ტკივილებს, უმწეობას, სასოწარკვეთას, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდის იმავეს.
ადამიანებს თანაგრძნობა შეუძლიათ, სხვათა ტკივილების თანაგანცდა - არა.
ბნელ და გაყინული 90-იანებში ჩემმა მშობლებმა, ჩემს მოსანახულებლად თბილისში გადაწყვიტეს წამოსვლა. იმ ჩოჩქოლში და ალიაქოთში, მძიმე ჩანთებით ხელში, დედაჩემმა თურმე ვერ მოახერხა მატარებლის კიბეზე შედგომა და ჩანთებიანად ვაგონის ქვეშ ჩავარდა. რომ ჩამოვიდნენ და ეს ამბავი მიამბეს, რა თქმა უნდა, განვიცადე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მაშინ ვერც კი გავიაზრე, რა მსხვერპლზე მიდიოდა მთელი ცხოვრება შვილების გულისთვის. მაშინ მეგონა რომ ვალდებულიც იყო ასე მოქცეულიყო. ისე წავიდა იმქვეყნად, სამაგიერო ვერ გადავუხადე თავდადებისთვის, უანგარო მზადყოფნისთვის, საკუთარივით მიეღო ჩემი ტკივილები.
დაახლოებით იმ ასაკში ვარ, დედაჩემი რომ იყო მატარებლის ვაგონის ქვეშ ჩავარდნისას და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ ვერასოდეს შევძლებთ, სამაგიერო მივუზღოთ დედებს, ჩვენთვის გაკეთებული საქმეების გამო. მხოლოდ ერთი შეგვიძლია, ჩვენც იგივე გავაკეთოთ შვილებისთვის. ესაა სწორედ ვალის გამოსყიდვა. ამიტომ ვარ აქ, შენი ვალი რომ გადავიხადო, დე.“ - წერს ლალი იმედაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ისევ მაქ ვიქნებოდი, ოთხას ლარიან ხელფასს მიჩიჩინებული და მშვიდად დავიხოცებოდით შიმშილით“
1741020226
ახალი ამბებიჩოხატაურის მერი - ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ეს არის ბინძური ტყუილი - ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა, მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს
რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხ...
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...