ვაქცინით გამოწვეულ ზიანს სახელმწიფო აანაზღაურებს

ახალმა რეალობამ, რაც გულისხმობს იტალიაში 50 წლის და მის ზემოთ მყოფი ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის ვალდებულებას, საზოგადოებაში კვლავ აქტუალური გახადა კითხვა: რა ხდება მაშინ თუ Covid19-ის ვაქცინა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე (გვერდითი მოვლენების სახით გამოვლენა) და ვინ უნდა აანაზღაუროს ზარალი?
საკითხი ძალიან დელიკატურია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტივაქსერებისთვის. მათთვის, ვინ ფიქრობს რომ აცრა მხოლოდ ცუდ ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ანდრეა კოსტა Rai Radio1-ის გადაცემაში ,,Radio anch'io" განმარტა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად მასობრივი ვაქცინაციის პროცესში სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს ვაქცინის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემა, ზიანი მიადგება. სახელმწიფოს ევალება ზარალის ანაზღაურება." ანდრეა კოსტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ დამატებითი დაზუსტება ან დებულების საჭიროება დადგება ამას უახლოეს დღეებში შეაფასებენ.
იტალიაში ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა კონსტიტუციონალისტმა, საბინო კასეზემ La 7-ს გადაცემაში ,,in onda" პასუხი გასცა ამ საკითხის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს. ,,ვაქცინის შედეგად ნებისმიერ გვერდით ზემოქმედებაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად სახელმწიფოს ეკისრება. სავალდებულო სამედიცინო მკურნალობა კანონით გათვალისწინებულია, ლეგიტიმურია." მისი თქმით მნიშვნელოვანი კატეგორიებია ე.წ განსაკუთრებული კატეგორია, პირობითი, სანქცირებული. ,,პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ,,განსაკუთრებულ კატეგორიებთან", რომელიც პედიატრიულია და ეხება 5-12 წლის ასაკის ბავშვებს. მეორე შემთხვევა ,,განპირობებულია" ანუ თუ რაიმე აქტივობის გაკეთება გინდა აცრა უნდა გაიკეთო, მაგალითად როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა გსურთ. და ბოლოს მათ შეუძლიათ სანქცირება. ეს არის ზოგადი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებიც არასასურველი რეაქციების შემთხვევაში უნდა იყოს შთაგონებული." კონსტიტუციონალისტი აცხადებს, რომ ვაქცინით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სახელწიფოსთვის, კანონით არის გათვალისწინებული.
ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-სთვის ემილია-რომანიადან
1741964127
მსოფლიომარკო რუბიო - აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუბიოს თქმით, ახლ...
1741963658
საზოგადოებარატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ შეხვედრების მთავარი მიზანი საერთო ინტერესები და ღირებულებებია
ეს შეხვედრა პირველ რიგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ამერიკის ელჩი ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციები გაუზ...
1741961525
საზოგადოებამაჭავარიანი ჩეხეთის რეზოლუციაზე: ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ
„ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტ...
1741961295
საზოგადოებააშშ-ის საელჩო: დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები
საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩ რობინ დანიგანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკ...
1741960243
სპორტი„მისი მისვლა გუნდსაც დაეტყო, სანახაობრივად საუკეთესო ფეხბურთს მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და პსჟ თამაშობენ“ - არველაძე
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ აჩი არველაძემ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. „მინდა, ხვიჩას წარმატება მივულოც, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ...