10 წმინდა კანონი - პატივი ეცით მათ და თქვენს სახლში მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს

ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია, არ მისცეთ გარკვეულ სიტუაციებს ან გრძნობებს თქვენი ცხოვრების გაკონტროლების უფლება და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ისწავლოთ ხშირად გაღიმება, ისიამოვნოთ თქვენი ცხოვრების ყოველი წამით და თავი დააღწიოთ სტრესის გამომწვევ ნებისმიერ ფაქტორს, თქვენს ცხოვრებაში.ბევრი ადამიანი ახერხებს მშვიდად ცხოვრებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ გრძნობენ სევდას, ტკივილს ან მარტოობას, არამედ ნიშნავს იმას, რომ მათ იპოვეს საკუთარი გრძნობების გაკონტროლების საშუალება.Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, საუბარია 10 წმინდა კანონზე, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების მშვიდად გატარებაში.

გონივრულად აირჩიეთ მეგობრები – გარშემომყოფები ძლიერ გავლენას ახდენენ თქვენზე, ამიტომ თქვენი ღირებულებები და ცოდნა მხოლოდ მათ უნდა გაუზიაროთ, ვინც დადებით ენერგიას ასხივებს, შეუძლია დაგეხმაროთ განვითარებაში ან მიზნების მიღწევაში.
დააფასეთ თქვენი ცხოვრება – რაც არ უნდა გიმძიმდეს, უნდა შეხედო ცხოვრების მშვენიერ ნაწილს. იყავი მადლიერი იმის, რაც გაქვს, იმის, რომ ჯანმრთელი ხარ ან უბრალოდ ყოველ დილით იღვიძებ. ისარგებლეთ იმ ენერგიის ყველა უპირატესობით, რომლითაც ხართ გარშემორტყმული, მიღებული გამოცდილებით და ისწავლეთ იყოთ მადლიერი იმ სიკეთეების გამო, რაც თქვენს ცხოვრებაშია.
აირჩიეთ სამსახური, რომელიც გაგაბედნიერებთ. – სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების 80%-ზე მეტს არ მოსწონს თავისი საქმე, ამიტომ ისინი, არც თუ ისე კარგ განწყობაზე არიან. ფუჭად ნუ დახარჯავთ თქვენს დროს ისეთ ადგილას, რომელსაც არ მოაქვს თქვენთვის კმაყოფილება ან არ გაძლევთ ზრდის საშუალებას. არასდროს არ არის გვიან რაღაცის შეცვლა, უბრალოდ ნამდვილად უნდა მოგინდეს ეს და ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ მიაღწიო იმას, რაც გინდა.
ღიმილი – შესაძლოა ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად გაღიმება. საჭირო არ არის ცხოვრებისადმი ძალიან სერიოზული მიდგომა, ისევე როგორც არ არის საჭირო ყოველ ნაბიჯზე დაღონება. ღიმილი ვარჯიშია და თუ უფრო ხშირად ივარჯიშებთ, შეგიყვარდებათ.
ისწავლეთ პატიება – არავინ არ არის იდეალური და მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრი იმედგაცრუება გექნებათ. თუ ადამიანზე გაბრაზებული ხართ, ეს მასზე არანაირად არ იმოქმედებს, მხოლოდ თქვენ დაზარალდებით. ასე რომ, ისწავლეთ პატიება, ის დაგეხმარებათ მშვიდობის პოვნაში საკუთარ თავთან და გაათავისუფლებთ თქვენს სულს მძიმე ტვირთისაგან.
შეასრულეთ თქვენი დანაპირები – ეს შეიძლება იყოს კარგი ვარჯიში მშვიდი ცხოვრებისთვის. თქვენი ყოველი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს გულწრფელობას და ისინი, ვისთანაც ურთიერთობთ, იპოვიან თქვენში ადამიანს, ვისაც ენდობიან. შეასრულეთ დანაპირები და შეეცადეთ იყოთ მაგალითი ყველასათვის.
დაიხარჯეთ ურთიერთობებისთვის – ამბობენ, რომ არანაირი ურთიერთობა არ გაგრძელდება, თუ მასში ფულს არ ჩადებ. აჩვენეთ თქვენს ახლობლებს, რომ გიყვართ ისინი, ნუ შეგეშინდებათ გრძნობების თავისუფლად გამოხატვის და ყოველთვის ეცადეთ იყოთ მათ გვერდით. ნებისმიერი ურთიერთობა, რომელსაც იმსახურებთ, იმსახურებს თქვენს სრულ ყურადღებას და თქვენ შეგიძლიათ იყოთ მადლიერი იმ გამოცდილებისთვის, რომელიც ცხოვრებაში მიიღეთ თქვენი ახლობლებისაგან.
მედიტაცია – მედიტაცია მოდუნების შესანიშნავი საშუალებაა. ეს გეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, სტრესის მოცილებაში და ყველა პრობლემის დავიწყებაში. დაუთმეთ დღეში რამდენიმე წუთი და შეეცადეთ გამოიწვიოთ კეთილდღეობის მდგომარეობა თქვენს გონებასთან და სულთან სრულ ჰარმონიაში ყოფნით.
იყავით ოპტიმისტურად განწყობილნი – რაც არ უნდა რთული იყოს რაღაც მომენტში, ყოველთვის შეეცადეთ შეხედოთ ჭიქის სავსე ნახევარს. ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებს უადვილდებათ გარკვეული ცხოვრებისეული პრობლემების გადალახვა, მშვიდი და მოდუნებული მდგომარეობა კი დაგეხმარებათ უფრო სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
უპირობო სიყვარული – მიიღეთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის, ნუ ეცდებით მის შეცვლას. თავისუფლად გამოხატეთ თქვენი გრძნობები და არასოდეს შეზღუდოთ თქვენი სიყვარული.
მშვიდობას და სიყვარულს გისურვებთ ყველას.

წყარო:girl.ge

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ომი, პანდემია, კატასტროფები: ვანგას წინასწარმეტყველებების სია, რომლებიც გაგაოცებთ - რა გველის 2022-ში?

🔵დღეს, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი... მთელი გულით მინდოდა მოსწრებოდი შენს მესამე შვილიშვილს… - ნოე სულაბერიძე

🔵გავიგე, თუ რამდენს შოულობდა ქალიშვილი უქმეებზე მუშაობით და უარი ვთქვი შვილიშვილების მოვლაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738313901

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ასამბლეის საქმიანობაში

„როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში“...

ირაკლი კობახიძე

1738312744

საქართველო

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისსა და რეგიონებში 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმე...

ზოგადი

1738311442

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მიიღებს მონაწილეობას

3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს...

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

1738311026

მსოფლიო

პიტერ სიარტო: პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო წერს, რომ პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა. „მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მეინსტრიმი ჯერ ისევ უა...

პიტერ სიარტო

1738310756

ახალი ამბები

საქსტატი: 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის...

საქსტატი