18 წლის ბიჭი, რომელმაც ნაპოვნი 6000 ლარი პატრონს დაუბრუნა - „ხალხო, ლამის მოვკვდი, შოკში ვიყავი... ეს ადამიანი ჩემი გმირია“

18 წლის ბიჭმა, ალთაი ფაშაევმა თბილისში, ქუჩაში საფულე იპოვა, რომელშიც 6 000 ლარამდე თანხა იყო. ბიჭმა თანხა პოლიციაში მიიტანა, პოლიციამ კი პატრონს დაუბრუნა. ინფორმაციას „ამბები ჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ალთაი ბოლნისში დაიბადა. ის 4 წლიდან საცხოვრებლად, ოჯახთან ერთად, თბილისში გადმოვიდა. უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და საკუთარი შემოსავალი აქვს. 18 წელი ზუსტად იმ დღით შეუსრულდა, როცა ფული იპოვა. ამბობს, რომ ფულის აღება წუთითაც კი არ უფიქრია.
"სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. საფულე დავინახე, რომელიც ძირს ეგდო, ავიღე გავხსენი და შიგნით დიდი თახა იყო. პოლიციაში წავიღე და ვიდრე ფულის პატრონი არ მოვიდა, იქიდან ფეხი არ მოვიცვალე“, - ამბობს ალთაი.
როგორც გაირკვა, თანხა ციცი ხოტენაშვილმა დაკარგა. ამბობს, რომ თანხის დაკარგვის შესახებ რომ შეატყობინეს, ძალიან ცუდად გახდა. დარწმუნებული იყო, რომ თანხას უკან არავინ დაუბრუნებდა. საბედნიეროდ, ეს თანხა კეთილმა ადამიანმა იპოვა...
ციცი ხოტენაშვილი ambebi.ge - სთან ჰყვება, რომ უცხოეთიდან ახლობელმა მობილური ტელეფონი ჩამოუტანა და ტელეფონთან ერთად თანხაც გადასცა, რომელიც ციცის სხვისთვის უნდა მიეცა.
"მანქანაში რომ ჩავჯექი, თანხა საფულეში ჩავდე. საფულე, მეგონა, ჩანთაში ჩავიდე, მაგრამ ქურთუკსა და ჩანთას შორის ჩამვარდნია და მანქანიდან რომ გადმოვედი, ძირს დამივარდა, თუმცა თანხის დაკარგის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემი შვილი არასრულწლოვანია და მისი მობილურის ნომერი ჩემს სახელზეა.
ბავშვი მეგობართან მყავდა დატოვებული და პოლიციამ მის ნომერზე დარეკა. მეგობარმა დამირეკა და შემატყობინა, რომ საფულე დაკარგული მქონდა. ხალხო, ლამის მოვკვდი, შოკში ვიყავი. პოლიციაში რომ დავრეკე მითხრეს, - საფულე, ფულთან ერთად, ახალგაზრდა კაცმა იპოვა და პოლიციაში მოიტანაო... სიხარულისგან ვკანკალებდი, ვკიოდი, ვწიოდი. თან ვფიქრობდი, ვინ არის ის კეთილი ადამიანი, ვინც ეს თანხა იპოვა-მეთქი. ხომ შეიძლებოდა ცდუნებისთვის ვერ გაეძლო. ეს ადამიანი ჩემი გმირია. მას ყველა უნდა იცნობდეს,“ - ამბობს ციცი ხოტენაშვილი.
წყარო: „ambebi.ge“სტატიის ავტორი: თიკო გურაშვილი
ასევე საინტერესოა:
🔵 დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია - 17 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო (ვიდეო)
1741705058
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე, რომლებიც თავისით ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. რა დავალებასაც მიიღებენ თავიანთი დამკვეთებისგან, მას შეასრულებენ
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობა - არ მონაწილეობას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე, რომლებიც თავისით ვერ ი...
1741703498
მსოფლიოთეთრი სახლი: პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა
თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „50 გამარჯვების სია“ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიღწევად წერია, რომ მან უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა. „პრეზიდ...
1741703454
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები
ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ ოპონირება უნდა იყოს ჯანსაღი და არა აგენტურული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, რომელიც...
1741702225
საზოგადოება11-12 მარტს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფ...
1741701596
საზოგადოებაპაკისტანელმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს
პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს, მძღოლი კი დაშავდა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უცხოუ...