ირაკლი კირცხალია ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც ღუპავს და ანადგურებს თაობებს. მთავარი მიზანი არის ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრესი მიდგომები

ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას და ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ მომავალზე ზრუნვას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელზეც მმართველი გუნდი მუშაობს.

მისი თქმით, განსაკუთრებით მკაცრი მიდგომები იქნება ნარკორეალიზატორების მიმართ.

„ნარკორეალიზატორებს, ამ ადამიანებს ვუყურებთ, როგორც მკვლელობასთან გათანაბრებულია ეს ყველაფერი. ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც ღუპავს და ანადგურებს თაობებს საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. კარგად ვხედავთ რა სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რა ვითარება არის ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში.

მთავარი მიზანი არის ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრესი მიდგომები, საპატიმრო ვადების გაზრდა. ასევე, დაკავშირებული პირების იდენტიფიცირება, ოჯახის წევრების იდენტიფიცირება, ყველა დამხმარე პირის იდენტიფიცირება და გლობალურად, კომპლექსურად, მაქსიმალური წნეხი კანონის სრული ზეწოლით ნარკორეალიზატორებზე და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რასაც ნარკოპოლიტიკა ჰქვია და შემდეგ ყველა ეს კომპლექსური მიდგომა თუნდაც ჯანსაღი წესის პროპაგანდა და თუნდაც სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, რაც შემდეგ უკვე მომხმარებელზე მოახდენს ჯანსაღ ზეწოლას. მის გონიერებაზე, მის აღქმებზე და მის ხედვაზე ცხოვრების მიმართ.

ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას და ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ მომავალზე ზრუნვას. ვინც უყურებთ ჩვენ პოლიტიკას განსაკუთრებით 2012 წლიდან და აფასებს განსაკუთრებით ნარკო მიმართულებით, კარგად იცის თუ როგორი ნაბიჯები იდგმებოდა. არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გამკაცრებაზე ფიქრობდე, მხოლოდ და მხოლოდ კანონის გამკაცრებით ესაუბრებოდე თუნდაც მომხმარებელს, მე რეალიზატორზე არ მაქვს საუბარი და შენ როგორც სახელმწიფო არ დგამდე ნაბიჯს კომპლექსური თვალსაზრისით იმ გამაჯანსაღებელ პროგრამაზე, რომელიც უნდა აწარმოოს ამ ყველაფერთან ერთად სახელმწიფომ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741716195

ახალი ამბები

დეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის

 „ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...

იოანე გორელიშვილი

1741714831

ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა

 პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...

პროკურატურა

1741713753

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა

 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...

საქართველოს ნაკრები

1741711441

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა

 რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...

მავთულხლართები

1741709887

ახალი ამბები

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა

 მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროც...

მეტეხის ხიდი