22 წელი  მელოდა სანთელი სახლის ნანგრევებში... ნანგრევებში, სადაც ჩემი ბავშვობა დამარხეს - თამო არაბული

თაფლის სანთელს ახვევდა ბებო, ჩამოთლიდა დანით, გადაზელდა ხელისგულზე, ცხელ ღუმელს მიუფიცხებდა, კიდევ  გადაზელდა, ოთახში სასიამოვნო სურნელი დგებოდა. გამოაბამდა რკინის საწოლს ბამბის ფითილს ერთი ბოლოთი, მეორეს მე დამაჭერინებდა და დიდი ლამაზი ხელებით დაიწყებდა სანთლის ჩამოქნას, მისი ხელები დღემდე მახსოვს, ლამაზი, გრძელი თითები, ჯაფით გადიდებული ხელები, ალაგ-ალაგ ჭორფლით უფრო გალამაზებული.

ხელის გულზე დაიდებდა სანთელს და ასე მოჭრიდა ყველას ერთ ზომაზე. ბოლო გადანაჭერი თუ პატარა მოვიდოდა ,,ეს კვირაცხოვლისაა-ო,, იტყოდა ხოლმე. ჩამოქნილ სანთელს სუფთა ქაღალდში შეახვევდა და როგორც დიდ სიწმინდეს, მომდევნო ხატობა დღისთვის შეინახავდა.

მიუჯდებოდა მერე საჩეჩელს და დაიწყებდა მატყლის ჩეჩვას დიდი სისწრაფით, ხვალ უქმეა და მოვასწრო-ო.

დაიწყებდა გარდასული წლების გახსენებას და ამბების მოყოლას, ოთახში სასიამოვნო სითბო იყო, სიმშვიდე იყო, მივუჯდებოდი გვერდით და ვაყოლებდი უკვე ბევრჯერ მოსმენილ ამბებს.

დედის დედამ გამზარდა, დედისდედამ მასწავლა:

,,დისშვილი დედიძმათასა

სკამს უკითხავად დაჯდება,

ეს თუ დედიძმას ეწყინა,

ის სკამი ოხრად დარჩება-ო!,,

დედისდედა ფშაველი იყო, ბევრი უწმაწური ლექსებიც მასწავლა, ყურში საჩურჩულებელი, ხმამაღლა ვერსათქმელი 🙂

სადაც მიდიოდა ყველგან თან დავყავდი, დავიღლებოდი და ზურგზე მომიკუჩებდა, წამიყვანდა ბოსტანში, ღრინჭოლას მიფრცქვნიდა და მაჭმევდა, შენ კარგი დედა დადგებიო ხშირხშირად მიმეორებდა.

დედისდედას სიტყვას ვერ შეუბრუნებდი, ისე გავიზარდე არასოდეს გამიბრაზებია. ვერავენ გაუბედავდა ვერაფერს, მისი თვალები ყინულით ივსებოდა, როცა ბრაზობდა და მისი სიტყვები გულში გაყრილ ხანჯლებს გავდა, ამიტომ ყველას შიში და რიდი გვქონდა მისი-დიდსაც და პატარასაც.

ჩემგან გამოწვეულმა გულისტკენამ მოკლა დედისდედა, ჩემმა ბავშვურმა, მცდარმა ნაბიჯმა მოცელა მისი სიცოცხლე, რაც 20 წელია დარდად დამყვება, სიზმარი ვნახე, ეზოში ქათმებს აჭმევდა, მე ძალიან შორი ქალაქიდან ვუყურებდი, ჩემსკენ მობრუნდა, გაშალა უზარმაზარი ხელები, რომლებიც სამყაროს გაწვდა და მითხრა ,,ამდენი ხანია გელოდები და რით ვეღარ გადმოხვედი“? დამსხვრეულ შუშებზე დავდიოდი ფეხშიშველი, ტერფებიდან სისხლი მდიოდა, ხელები დასერილი მქონდა და შუშის უზარმაზარი  ნატეხი ამოვიღე მარცხენა ხელისგულიდან. ჰო, დღემდე დიდი ნაიარევი მაქვს მარცხენა ხელზე. დედისდედამ ზურგი მაქცია და ჩემსკენ აღარ მოუხედავს.

კვირაცხოვლის სანთელი ვიპოვე დედისდედას დიდი ხელებით ჩამოქნილი, მტვერი მოვაცილე, კედელს მივაკარი, ავანთე, 22 წელი  მელოდა სანთელი სახლის ნანგრევებში... ნანგრევებში, სადაც ჩემი ბავშვობა დამარხეს და სასაფლაოს დიდი რკინის მესერი გაუკეთეს.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵მოსამართლეებს, პროკურორებს, თანამდებობის პირები - სააკაშვილი ე.წ. შავი სიის შეექმნის იდეით გამოდის

🔵ემიგრანტი იტალიიდან: “კოვიდი მაქვს, მაგრამ კარანტინში ვერ დავჯდები, ჩემს შვილებს შიათ"

🔵კორონავირუისით ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირი - მღვდელი მოსე ჯანელიძე გარდაიცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738246172

მსოფლიო

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების გამო პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა

ისრაელის მხარემ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო. მედიის ცნობით, ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდა...

ბავშვი

1738245556

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: ევროსაბჭოს ასამბლეაში მიღებული რეზოლუცია საქართველოს დამორჩილებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მედიასთან აფასებს. „ყველა არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნას არჩევნები ლეგიტიმუ...

დიმიტრი ხუნდაძე

1738245433

მსოფლიო

ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა

ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. ვაშინგტონის სახანძრო და სასწრაფო სამსახურის უფროსის, ჯონ დონელის გა...

ვაშინგტონი

1738244513

ახალი ამბები

პრემიერი: სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ

„დღეს მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრ...

ირაკლი კობახიძე

1738242476

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8761 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8784 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი