23 წელი გავიდა 11 სექტემბრის ტერაქტიდან - ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა
ზუსტად 23 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს მთელი მსოფლიო შეძრა აშშ-ის ქალაქებში მომხდარმა ტერაქტმა: ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა ხელში ჩაიგდეს სამგზავრო თვითმფრინავები და ამერიკის სხვადასხვა შტატში ტერორისტული აქტების სერია განახორციელეს, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ტერორისტული აქტი აღიარებული იქნა როგორც ყველაზე მასშტაბურ ტერაქტად მსოფლიოში.
„მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო“ – 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ეს სიტყვები ყველასათვის კარგად ნაცნობი გახდა. ამ თარიღმა ამერიკის ისტორია ორ ნაწილად გაყო: 11 სექტემბრამდე და 11 სექტემბრის შემდეგ და დღეს მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ იხსენებს საზარელი ტერორისტული ოპერაციის ცალკეულ დეტალებს;
პატივს მიაგებს სამი ათასამდე დაღუპულის ხსოვნას; ცდილობს გაიაზროს, რამ ჩაადენინა თავდამსხმელებს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი, ყველაზე დაუნდობელი ტერაქტი.
2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 20 ადამიანი ამოიყვანეს. ცათამბჯენების ნგრევას 2,2 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. შენობების ნგრევის დროს განადგურდა 1337 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის სახანძრო სამსახურის 91 მანქანა. „ტყუპებთან“ ერთად, დაინგრა 47-სართულიანი შენობა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ნაწილი იყო.
ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ნაგვის გატანა 261 დღეს გაგრძელდა, ხანძრის კერების ჩაქრობას კი 99 დღე დასჭირდა.
1736922082
მსოფლიოსამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დააკავეს
სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი,იუნ სოკ იოლი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ ის დათანხმდა დაკავება...
1736886317
მსოფლიოაშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება. დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ...
1736883173
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის
„როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის“, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ მზია...
1736877568
მსოფლიოანტონიო კოშტა - კონსტრუქციული საუბარი მქონდა სი ძინპინთან, შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის
ჩინეთის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ...
1736876318
საზოგადოება„ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლვევა, პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“ - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტზე
აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით, „იმედინიუსს“, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში განუცხადეს, რომ მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს ს...