27 წლის სასულიერო პირმა სამაშველო ნავში ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, როცა მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ თოკი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა

7 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელსაც 27 წლის სასულიერო პირი ემსხვერპლა.
ტრაგიკული შემთხვევა, 2014 წლის 28 დეკემბერს მოხდა. ადრიატიკის ზღვაში მცურავ ბორან „ნორმან ატლანტიკს" საბერძნეთის კუნძულ კორფუს სანაპიროსთან ცეცხლი გაუჩნდა.
გემზე 422 მგზავრი და 56 ეკიპაჟის წევრი იყო. მათ შორის იყო რვა ქართველი, აქედან 5 მათგანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის ევაკუაცია ხანძრის გაჩენისთანავე მოხერხდა, კიდევ ორი ქართველი კი მოგვიანებით გადაარჩინეს.
27 წლის ქართველმა სასულიერო პირმა ილია კარტოზიამ სამაშველო ნავში ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო.
ხოლო როცა მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ თოკი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, მისი ცხედრის პოვნისას, იპოვეს ზურგჩანთაც, რომელიც სხვადასხვა სიწმინდით, იყო სავსე...
„"მე იქიდან ჩამომასვენებენ, აი, აქ, ამ დიდი ლოდის წინ დამასაფლავეთ. ყველას უთხარით, რომ ეს ჩემი სურვილი იყო", - ეს სიტყვები მცხეთის დავით აღმაშენებლის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა ილია კარტოზიას საქართველოდან გამგზავრებამდე ბერებსა და მორჩილებთან უთქვამს. მაშინ მისი სიტყვებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, ხუმრობა ეგონათ. სამწუხაროდ, ის ცოცხალი მართლა ვეღარ დაბრუნდა საქართველოში“, - უთხრა მამა ანტონმა „კვირის პალიტრას“ 2015 წლის 5 იანვარს მიცემულ ინტერვიუში.
გადარჩენილების თქმით, ცეცხლი ღამით გაჩნდა, ამ დროს მგზავრებს ეძინათ. სამწუხაროდ, 11 კაცი დაიღუპა.
მამა ილია კარტოზია მცხეთაში დაკრძალეს.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა.
ასევე საინტერესოა:
🔵 ლიბიის სანაპიროზე 27 მიგრანტის გვამი გამოირიყა
🔵 ქალებს ავღანეთში 72 კმ-ზე მეტის გავლა ეკრძალებათ, თუ კაცი არ ახლავთ
🔵 ბავშვების გაუპატიურებისთვის რუს მოძღვარს, რომელმაც 72 ბავშვი იშვილა, 21 წელი მიუსაჯეს
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...
1741096008
მსოფლიო„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news
ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...