ამბავი კაცისა, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ დიდ ქალაქში, შეშით თბება

ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, სოციალურ ქსელში, ნამდვილ ამბავს გვიზიარებს სახელწოდებით - "კაცი, რომელიც შეშით თბება", რომლის შემსწრეც, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გახდა.

"მის სახლს რომ მიაგნო, ჯერ მაღაზია "კარამელი" უნდა გაიარო, ნუცუბიძეზე. მერე აუყვე ნაცრისფერ აღმართს, ალაგ-ალაგ, აქეთ-იქით, კარალიოკები რომ აყრია ბატონებივით. თეთრი ტაქსი ღმუილ-ღმუილით მიუყვება ოღრო-ჩოღრო გზას და მივყავართ ჩვენ:  მე, ოპერატორი და კამერა. საქმე გვაქვს ამ აღმართზე. სახლში მივდივართ კაცთან, რომელიც შეშით თბება და ამ შეშას მისთვის შემოდგომობით გამგეობა ეზიდება. კაცი უნდა ჩავწეროთ. კადრები გადავიღოთ. გავატარ-გამოვატაროთ. შეშა ვაჩეხინოთ. ნაკვერჩხალი ვაჩხრეკინოთ. ადვილი ხომ არ არის ვიდეო-სიუჟეტის მომზადება კაცზე, შეშით რომ თბება 21-ე საუკუნის ერთ დიდ ქალაქში. ღუმელი ბოლავს. იასამნისფრად შეღებილი ფიცრის კარი ზანტად ჭრიალებს. ნათურა ბჟუტავს. ცოლი მეზობელ ქალთანაა გადასული, საბნის კერვაში ეხმარება. ვახშმის ფულისთვის. ბიჭი, რომელიც მეცამეტე წელში დგას, სკოლაშია. ფარდით გატიხრულ 9 კვადრატულ ვითომ ოთახში, ფეჩი რომ ხრჩოლავს, ეს ბოლი თუ უღიტინებს ყელში ალბათ და ღმერთს ახველებს. მარიამიც რაღაცნაირად იშმუშნება ამ გამჭვარტლული, ჩამოფხავებული კედლიდან, ჩვილს იკრავს გულში და ფანჯარაში გახედვას ცდილობს, იმ ფანჯარაში, შუშის ნაცვლად Skyler - ის თეთრი პარკი რომ აუკრავს კაცს, რომელიც შეშით თბება და წამდაუწუმ, თავს იმართლებს:"ცოტა საქმეა? დილაობით ბიჭს სკოლაში თბილად რომ უშვებ"… ბიჭს, რომელსაც კლასში შესულს წიგნებთან ერთად შეშის სუნიც შეაქვს და იქნებ ვინმე ცხვირსაც უბზუებს... იასამნისფრად შეღებილი კარი ზანტად ჭრიალებს. გამჭვარტლულ კედელზე ჩამოკიდებული მარიამი პატარა ჩვილით, თვალს გვაყოლებს, კარში გასულებს. ამ კარში ის და მისი ჩვილი დღეს ვერ გამოვლენ. ვერც ხვალ და ვერც ზეგ. კაცი, რომელიც შეშით თბება, მის იმედზეა, ვერ მიატოვებს."

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი