ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ნაძვის ხის მოსართავებს აწარმოებდა და საახალწლო ნაძვის ხის ისტორია

ახალი წელი ათასფრად მორთული ნაძვის ხის, ბრჭყვიალა დეკორაციებისა და განათების გარეშე, ალბათ წარმოუდგენელია. 

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, წინათ, ნაძვის ხის  მორთვისთვის სამართლებლივადაც კი სჯიდნენ ადამიანებს, მათ შორის, საბჭოთა კავშირის დროს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო... 

ძველად, მარადმწვანე მცენარეებს  განსაკუთრებულ მნიშვნელობას  ანიჭებდნენ. ზამთარში  ნაძვის ტოტებს ფანჯრებსა და კარებზე კიდებდნენ. ხალხს სჯეროდა, რომ ეს  მათ ავი თვალისგან იცავდა. ნაძვის ხე როგორც საახალწლო ატრიბუტი, XVI საუკუნეში გამოჩნდა ევროპაში. მას ვაშლებითა და სადღესასწაულო  ორცხობილებით რთავდნენ.

არსებობს მოსაზრება, რომ  პირველად პროტესტანტმა რეფორმატორმა, მარტინ  ლუთერმა, დაამატა ანთებული სანთლები  მორთულ ნაძვის ხეს. დროთა განმავლობაში,  ტრადიციამ ფესვები გაიდგა და მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოედნებზეც გამოჩნდა. 

XIX საუკუნის ბოლომდე, მორთულ ნაძვის ხეს წარმართულ სიმბოლოდ თვლიდნენ  ამერიკაში და  ეს ტრადიცია მიუღებლად მიაჩნდათ. 

XX საუკუნის დასაწყისიდან კი, ევროპულ ქვეყნებს,  არც ამერიკა ჩამორჩა.  ამერიკელები  ნაძვის ხეს ხილისა და ტკბილეულის ნაცვლად, ხელნაკეთი  ორნამენტებით ამშვენებდნენ. 

საქართველოში  ნაძვის ხე, როგორც საახალწლო სიმბოლო 1935 წელს დამკვიდრდა.

დროთა განმავლობაში, საახალწლოდ ნაძვის ხემ მთელი მსოფლიოს სახლებში დაიდო ბინა. სწორედ ამიტომ გახდა  საჭირო ხელოვნური ნაძვისხის შექმნა. 

ასე იქცა ნაძვისხის მორთვის ტრადიცია ახალი წლის განუყრელ ნაწილად და ყველა ოჯახისთის განსაკუთრებულ მოვლენად.

იცოდით, რომ საახალწლო მოსართავების ევოლუციაში წვლილი  ამერიკაში მოღვაწე ბიზნესმენსა და გამომგონებელს  გიორგი კობახიძეს. იმავე, ჯორჯ კობის მიუძღვის. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. ჯორჯ კობიმ შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტრო სანათები, რომლებმაც ნამდვილი სანთლები  ჩაანაცვლა. მან ასევე დაამზადა  მინის სათამაშოები. საშობაო სათამაშოებზე ქართული ორნამენტებიც იყო გამოსახული: ვაზი,  ყურძნის მტევანი. სათამაშოების შეფუთვაზე კი ეწერა - "საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა". 

ელენე ფერაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი

1741011697

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

 გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...

გერმანიაგერმანია

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი