ჩემი ცხოვრების სევდიანი სტატისტიკა: „სულ მეკიდა რა მოვიდოდა, იმიტომ რომ ძლივს ის მოვიდა, ვინც მინდოდა“

ჩემი ცხოვრების სევდიანი სტატისტიკა: დაბადებიდან 2 წლამდე იყო - დაიძინე თორემ გუდიანი კაცი მოვა;
2-დან 5-მდე: თეფში მოასუფთავე თორემ უშნო ქმარი მოვა და წაგიყვანს;
5-დან 15-მდე: ორიანი არ მიიღო, თორემ სკოლაში დედაშენი მოვა და მერე უტატატატაააა;
15-დან 18-მდე: ხმადაბლა იმღერეთ და ნუ ხმაურობთ, თორემ პოლიცია მოვა;
18-დან 23-მდე: პრინცი მოვა;
23-დან 28-მდე: შუქი მოვა!
28-დან 40-მდე: ბედნიერება მოვა;
40-დან 45-მდე: ყაზარმული მოვა! ბრძანება მოვა!
45-დან 50-მდე: სულ მეკიდა რა მოვიდოდა, იმიტომ რომ ძლივს ის მოვიდა, ვინც მინდოდა
ნუ შიგადაშიგ სულ იყო:
ახლა ზვიადი მოვა თეთრი ცხენით;
ინკასატორი მოვა;
"მოვა მაიიისიიი შენ კი აღააარ დამელოდეეებიი"
ქვითარი მოვა;
"თუ სიბერე მოვაა"
გუგავა მოვა;
- ცოტაც მოითმინეთ და დესერტიც მოვა;
კომისია მოვა;
თოვლი მოვა;
ჩვენი დროც მოვა;
და
როგორც ვატყობ, 51-დან ვინემ არ გარდავიცვლები...
უფრო ზუსტად კი, 2012-დან დღემდე და აწ და მარადის სულ იქნება აწი:
- ამათ მიეცი ხმა თორემ მიშა მოვა!!!
გიგა მოვა! ბაჩო მოვა! ვანო მოვა.!.. აწი უკვე: გახარია მოვა!
და ბოლოს,როცა უკვე მეგონა რომ წყნარი სიბერე მოვიდა, ამის ნაცვლად დაიწყო ახალი:
მესამე ტალღა მოვა! პიკი მოვა! ასტრა-ზენეკა მოვა! „მოდერნა“ მოვა! და თუ პირბადეს მოიხსნი, ჯანმოს შავი კაცი მოვა!
ლოდინში გავიდა ცხოვრება...
ელიოზი ვაარ მამაძალი, ხეზე რო მოკვდაა?
ავტორი: ნინო ახობაძე
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1741971621
მსოფლიოკანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...
1741965225
საზოგადოებაავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...