„არა მგონია ამისგან ექიმი გამოვიდეს, ამას აწი საწერ კალამს ვერ გავაგდებინებთ ხელიდანო“ - ემიგრანტი ჟურნალისტი
ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, ლალი იმედაიშვილი, ბავშვობის დროინდელი მოგონებების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ამბავი მეტად საინტერესოა და კულმინაციას წერილის დასასრულს აღწევს.
ჩვენს მკითხველს ვურჩევთ, ბოლომდე მიადევნონ თვალი ემიგრანტი ჟურნალისტის სახალისო ისტორიას. აქვე გეტყვით, რომ სურვილის ქონის შემთხვევაში, მოგვწერეთ თქვენი ისტორიები, საინტერესო ამბები ემიგრაციის შესახებ და ჩვენ, რჩეულ წერილებს ფართო აუდიტორიას გავაცნობთ.
„დედაჩემი სისხლის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ლაბორანტი იყო. მთელი თუ არა, ნახევარი ბავშვობა ლანჩხუთის საავადმყოფოში გავატარე, სკოლის შემდეგ სამსახურში მივდიოდი მასთან. ეს დრო ყველაზე არაჩვეულებრივად დამამახსოვრდა. 70-იანების ბოლო, 80 -იანების პირველი ნახევარი.
ლაბორატორიაში შვიდი ქალი მუშაობდა, პატარა შვილები არცერთს არ ჰყავდა და რაღაც ყველას საერთო შვილად ვგრძნობდი თავს, მანებივრებდნენ, თავს მევლებოდნენ. დედაჩემს, როცა ვაბრაზებდი, არასოდეს აძლევდნენ ჩემი დასჯის საშუალებას, მათზე გაბრაზებული, სახლში წამითაქებდა ხოლმე უსაქციელობისთვის.
მთელ მედპერსონალს ვიცნობდი, არა მხოლოდ დედაჩემის კაბინეტში, მთელ პირველ სართულზე, რენტგენის, ფიზიოთერაპიის, ყელ-ყურის, სეროლოგიური ლაბორატორიის კაბინეტებში.
პირველი სართულის დერეფნის ბოლო გადაკეტილი იყო და იქ შესვლა მეკრძალებოდა, ინფექციური განყოფილების კარებს მკაცრი წითელი წარწერა ჰქონდა,"შესვლა აკრძალულია!".
მანამდე მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან უნდა გაგევლო, ზემოთ ორი განყოფილება იყო, მარჯვნივ - ქირურგიული, მარცხნივ - შინაგანი დაავადებების ანუ თერაპიული. სულ ქირურგიულისკენ გადავუხვევდი ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ 7-8 წლის ბავშვს არავინ მიშლიდა იქ შებოდიალებას, პირიქით ყველა სიხარულით მხვდებოდა - ოხ, მოსულა კოკონაის გოგო, იტყოდნენ ნაცნობი ექთნები, ექიმები, ყველა მეფერებოდა, ტკბილეულსაც ჩამიტენიდნენ ხოლმე მუჭში. არც პალატებშო შეხედავას მიშლიდნენ, მხოლოდ საოპერაციო ბლოკში არ შეიძლებოდა შესვლა, მაგრამ იქიდან გამოსული საშა ზღულაძე აუცილებლად თმებს მომიჩეჩავდა ხოლმე, მისი ცოლი, ჩემი საყვარელი მადონა დეიდა, დედაჩემის ლაბორატორიის გამგე იყო.
ღმერთო ჩემო, წარმოუდგენელია, რამდენ ადამიანს ვუყვარდი და მეც რამდენი მიყვარდა.
პირველკლასელი ვიყავი, როდესაც ლაბორატორიაში ახალგაზრდა ექიმი მოვიდა, სვეტა რამიშვილი. სვეტასთან ცოტა ვმორცხვობდი, არ ვიყავი გაშინაურებული. წერა ახალი ნასწავლი მქონდა და წარმოდგენა არ მაქვს რატომ, მწვანე ყდიანი ქართულის რვეულის საშრობზე, ოკრობოკრო ასოებით გამოვიყვანე წინადადება “სვეტა აბდალი“.
იქ ამბავი ატყდა, დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში, დედაჩემი გამომეკიდა გასაწიწკნად, ვენერა ჩიჩუამ, ჩემმა დედობილმა არ მისცა ჩემი მოთეთქვის საშუალება, გადამეფარა თავზე კრუხივით. გადავრჩი, მაგრამ სახლში მაინც მომხვდა, ოღონდ ცოტა მსუბუქად, გადაუარა ბრაზმა ამასობაში.
P.S. ფრენდნო! არ ვიცი ამ ამბებს რისთვის გიყვებით, რაღაცნაირად მსიამოვნებს ბავშვობის ამბების გახსენება. ხომ ხედავთ, პირველი დამოუკიდებელი წინადადებაც როგორი "მომაკვდინებელი" გამომსვლია. მაშინ თქვა მადონა ზღულაძემ, არა მგონია ამისგან ექიმი გამოვიდეს, ამას აწი საწერ კალამს ვერ გავაგდებინებთ ხელიდანო.
გამართლდა მისი წინასწარმეტყველება.
მიყვარს ეს ხალხი, ვისზეც დავწერე და ძალიან მომინდა, თქვენთვისაც გამეცნო. მერე რა უჭირს რომ მათმა უმეტესობამ პარალელურ სამყაროში გადაინაცვლა, სიყვარული ხომ მაინც ჩვენთან რჩება სიცოცხლის ბოლო წუთამდე.“ - წერს ლალი იმედაიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 როგორ ვიშოვოთ სამსახური იტალიაში? - სასარგებლო და სახალისო რჩევები ემიგრანტისგან
📌 მოხუცი ბებო, მზრუნველი მეზობლები და კარს მომდგარი ახალი წლის ისტორია
1738256000
სპორტიფიგურული ციგურაობა - ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა ეგაძე მეორე ადგილზეა
ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის ქართველი ნიკა ეგაძე ასპარეზობს, რომელმაც მოკლე პროგრამა საკმაოდ მაღალი შეფასებით 91.94 ქულით დასრულა, მეორე ადგილზე გავიდა და მცირე ვერცხლის მე...
1738253272
საქართველოთბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა
თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვ...
1738253155
სპორტილიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. „რეიმსთან“ სადებიუტო მატჩში შესრულებული საგოლე პასი ქართველს ლიგა 1-ის ვებგვერდის ვერსიით ტურის სიმბო...
1738248558
საქართველოგამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს
გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს. როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, Eagle Hills-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრო...
1738247180
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...