ერთი წელი შოვის ტრაგედიიდან - ამბავი კურორტზე, რომელიც მოვარდნილმა ღვარცოფმა რამდენიმე წამში გაანადგურა
შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. ამ დღეს, 2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე გლაციალური ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო 29 აგვისტოს, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოებისას სამხედრო პირი დაიღუპა.
ტრაგედიის დღე:
ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარისინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლაწვიმისსახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა,მეწყრულ-ეროზიული პროცესებიდაღვარცოფისგავლა) თანხვედრას, რამაც ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია.
სტიქიური უბედურება კი დაახლოებით 16:00 საათზე დატრიალდა.
შედეგად, 26 ჰექტარ ტერიტორია და მასზე განლაგებული ტურისტული ნაგებობები ხუთი მილიონი კუბური მეტრი მიწის ტალახოვანმა მასამ დაფარა.
შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ:
▪️ ზაზა მესხი;
▪️მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
▪️ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
▪️დავით ბერიაშვილი;
▪️სამირა ისაევა;
▪️გიორგი გოგინაშვილი;
▪️ქსენია ტრიჩევა;
▪️და-ძმა - მეგი და გიგი გუტაშვილები;
▪️ნინო კენჭაძე;
▪️და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
▪️გენადი სულთანიშვილი;
▪️და-ძმები - ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
▪️და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
▪️თემურ ჩარკვიანი;
▪️ნიკა ჩალაძე;
▪️სოფო ბაკურაძე;
▪️გვანცა ბუბაშვილი;
▪️სალომე ხეთაგური;
▪️დიტო ფირცხალავა;
▪️მარინა ხორბალაძე;
▪️ქეთევან ლობჟანიძე;
▪️მანანა ჯაჭვაძე;
▪️ლევან რაზმაძე.
2023 წლის 15 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე გამოცხადდა, რომ შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით 20 ათას ლარს მიიღებდნენ.
რამ გამოიწვია სტიქიური მოვლენები?
გარემოს ეროვნული სააგენტომ, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით, ექვსთვიანი კვლევების შემდეგ მოამზადა საბოლოო დასკვნა, რომელიც 69-გვერდს მოიცავს. დოკუმენტში მყინვარის და თოვლის საფარის ინტენსიური დნობა, წვიმა და ბუბისწყლის ხეობაში კლდეზვავის მოწყვეტა დამანგრეველი სტიქიის მთავარ მიზეზებად დასახელდა, ხოლო კატასტროფული ხასიათის გლაციალური ღვარცოფის წარმოქმნაში ადამიანური ზემოქმედების ფაქტორი გამოირიცხა.
ექსპერტებმა გასცეს რეკომენდაცია, რომ სტიქიური უბედურების ზონაში ახალი ინფრასტრუქტურის გაშენება და არსებული შენობების ფუნქციონირება უნდა აიკრძალოს.
კვლევაში ჩაიწერა, რომ მომავალში, ბუბისწყლის ხეობაში შესაძლოა გაცილებით მასშტაბური სტიქია განვითარდეს. შესაბამისად, დასკვნის ავტორებმა მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე შოვში გადაადგილების წესების შემუშავებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟების რეკომენდაცია გასცეს.
1736922082
მსოფლიოსამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დააკავეს
სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი,იუნ სოკ იოლი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ ის დათანხმდა დაკავება...
1736886317
მსოფლიოაშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება. დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ...
1736883173
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის
„როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის“, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ მზია...
1736877568
მსოფლიოანტონიო კოშტა - კონსტრუქციული საუბარი მქონდა სი ძინპინთან, შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის
ჩინეთის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ...
1736876318
საზოგადოება„ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლვევა, პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“ - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტზე
აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით, „იმედინიუსს“, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში განუცხადეს, რომ მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს ს...