ღამე მშვიდობისა, მგლების ქვეყანავ! - უფალს ებარებოდე, დედამიწის ციცინათელავ! წმინდა გიორგის ებარებოდე! ანგელოზთა ცხრა დასს ებარებოდე!

ღამე მშვიდობისა, მგლების ქვეყანავ! სპარსელები, იგივე პერსიელები, საქართველოს მოსახლეობას ეძახდნენ ,,მგლებს". პერსიულ ენაზე მგელი ნიშნავს ,,გურჯს"!..

,,გურჯისტან" პერსიულად ნიშნავს მგლების ქვეყანას! არაბულად - დაუმორჩილებელს, ჯიუტების ქვეყანას! ძველი რუსულიდან ,,გრუზზ-ინ" - ნიშნავს ჯვაროსანს ანუ ჯვარისმტვირთველს! ლათინურად ,,Georgia" - წმინდა გიორგის სახელია!
(სიტყვა ,,Georgia"- ს სხვა ახსნაც აქვს და, ისიც ,,მგლების ქვეყანას" უკავშირდება!..)

აბა, ღამე მშვიდობისა, ჩემო მგლებოოო!  შემოგევლოთ საქართველოს უძლიერესი ,,მგელთავა" მეფე, ვახტანგ! გორგასალი!.. (მუზარადის მეორე მხარეს ლომი ჰქონდა გამოსახული და თავზარს სცემდა მტერს! ).

მხრებში გაიშალეთ, თავი მაღლა ასწიეთ,გამხნევდით და გაძლიერდით, ქართველებო! ღამე მშვიდობისა მამაცი მეომრების, რაინდების, მზეთუნახავი ქალიშვილების, კოსმოსური სიმღერების, თავბრუდამხვევი ცეკვების, უძველესი ეკლესია-მონასტრების, ციხე-კოშკების, ანკარა წყაროების, მსოფლიოს პირველი ანბანის, ათასგვარი ვაზის, ხორბლის, სურნელოვანი თაფლის, სამკურნალო ბალახეულის, საუცხოო პოეზიის, ღვინის, ნოყიერი მიწის, ცადატყორცნილი მწვერვალების, ძაფის, მეტალურგიის, ოქროს მომპოვებლების, მინერალური წყლების, მრავალფეროვანი სამზარეულოს, სიბრძნის - ოქროს საწმისის, ქრისტეს კვართის, ღვთისმშობლის პერანგის, წმინდანების, ,,ვეფხისტყაოსნის", სახელოვანი მეფეებისა და დედოფლების, განსაცვიფრებელი ისტორიის, სახელგანთქმული მხედართმთავრების, ძველთუძველესი მწერლობის, საიდუმლო სულიერი მეცნიერების და დედა
ღვთისმშობლის მადლით ცხებულო, საოცარო, საფიცარო, სახიერო, ულამაზესო ქვეყანავ!

უფალს ებარებოდე, დედამიწის ციცინათელავ! წმინდა გიორგის ებარებოდე! წმინდა ნინოს ოქროსფერ ნაწნავებს ებარებოდე! ანგელოზთა ცხრა დასს ებარებოდე!

საქართველოს მტრების დამარცხებას და მათზე ჯავრის ამოყრას გისურვებთ, მგლებო!

ავტორი: ეკატერინე კობახიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი