ილონ მასკი ადამიანებზე ტვინის იმპლანტის გამოცდას დაიწყებს?!

2022 წლიდან, ილონ მასკი ადამიანებზე ტვინის იმპლანტის გამოცდას დაიწყებს.
კომპანია Neuralink-ის თანადამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან მიკროჩიპს, ანუ ტვინის იმპლანტს, ადამიანებზე გამოცდიან.
Neuralink-ი 2016 წლის ივლისში დაარსდა. კომპანია დაკავებულია იმპლანტირებადი ჩიპის შექმნით, რომელიც ადამიანის ტვინს საშუალებას მისცემს უშუალოდ, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე დაუკავშირდეს კომპიუტერებს.
მიკროჩიპის გამოცდა აქამდე მაიმუნებზე მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, კომპანიამ პროგრესს მიაღწია, რადგან მისი თანადამფუძნებელი ილონ მასკი, საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ იმპლანტის გამოცდას მალე ადამიანებზეც დაიწყებს. Neuralink-ი კარგად მუშაობს მაიმუნებზე. ჩვენ ვატარებთ უამრავ ტესტირებას და ვადასტურებთ, რომ ის ძალიან უსაფრთხო და საიმედო მოწყობილობაა“- განაცხადა ილონ მასკმა.
მასკი არ გამორიცხავს, რომ მოწყობილობა შეიძლება გადაიზარდოს ტვინის სრულ ინტერფეისად სულ რაღაც 25 წელიწადში. ნეირონული ინტერფეისის ჩამონტაჟება ადამიანის თავის ქალაში რობოტების მეშვეობით მოხდება. ჩიპის დანერგვის შემთხვევაში ხერხემლის მძიმე დაზიანებების მქონე ადამიანები მიიღებენ ტექნოლოგიას, რომელიც მათი კიდურების მოძრაობას სრულად, ან ნაწილობრივ აღადგენს. მოწყობილობით შესაძლებელი იქნება ალცჰაიმერის განკურნება, მხედველობის და სმენის აღდგენაც კი. იმპლანტის გამოცდის საშუალება კომპანიას აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის ნებართვის შემდეგ მიეცემა.
კომპანია ამტკიცებს, რომ მათი სტანდარტები აღემატება FDA-ის (აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის) მოთხოვნებს და იმედოვნებენ, რომ 2022 წლიდან მიკროჩიპის გამოცდა ადამიანებზეც დაიწყება.
ელენე ფერაძე
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...