“ჯამაგირი და კორონა ერთად დაჯდა. აბა მე ხომ ქართულს არ ვიკადრებდი და „ჩამოვათრიე“ იმპორტული შტამი...“ - პაატა ქვლივიძე

ჩვენი მკითხველისთვის კარგად ცნობილ მსახიობს, ნოშრე ფელინის, იგივე  პაატა ქვლივიძის ვირუსი დაუდასტურდა. მსახიობმა, არც ამ შემთხვევაში უღალატა ჩვევას და ამჯერად მკითხველს, „იმპორტული შტამის“, შესახებ, რომელიც ევროპიდან ჩამოიტანა, იუმორისტულ ჟანრში უყვება. პაატა ქვლივიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ პაატა ქვლივიძე, მსახიობი, ფილმების და სერიალების ქასტინგის რეჟისორი და „EKA CAST“ - ის წარმომადგენელია.

„14 იანვარს ჯამაგირი და კორონა ერთად დაჯდა. აბა მე ხომ ქართულს არ ვიკადრებდი და „ჩამოვათრიე“ იმპორტული შტამი. კოვიდის ვიღაც კონტროლი მირეკავს, ალბათ მოიმარჯვა პასტა ფურცელი, რამდენი ადამიანის კონტაქტი ხარო? - მე არ დავინდე და სიმართლე ვუთხარი, ასე 700-დან 1000-მდეთქო, საწყალი, როგორ დაიბნა.

თვითმფრინავში ვიღაც ასაკიანი კაცი მეჯდა გვერდით, გულზე ევრო კავშირის დიდი ბეიჯით, სოლიდური დიპლომატით, რომ ჩამოვდიოდით, ავდექი ქურთუკს ვიცვამდი და შიგ თვალში გავარტყი ელვა (ზმეიკა). საწყალი როგორ გამწარდა, ალბათ კორონაც ავკიდე.

დღეს საინფორმაციოში  დავინახე ის კაცი, მაღალჩინოსნებს ხვდებოდა „დრასტიპროშტნით“. არა ყველაფერი იქით იყოს და ვისი კონტაქტიც ვიყავი მართლა არავის არ გადაედო.

კარგად ვარ! დღე მე-7-ე“ - წერს პაატა ქვლივიძე.

სხვა სიახლეები:

📌 „ეტყობა ქურდმა რომ ნახა, ამ ქეისში ისეთი ჩხაკუნა რაღაც იდო, რომელსაც ვერ გაყიდდა, იქვე მიაგდო“ - დაუჯერებელი ისტორია

📌 ევროპარლამენტის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის პოსტი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატმა, 43 წლის რობერტა მეცოლამ ჩაიბარა

📌 ბერლუსკონისთან სექსის შესახებ ცრუჩვენების გამო, ოთხი ქალი გასამართლდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741703498

მსოფლიო

თეთრი სახლი: პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „50 გამარჯვების სია“ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიღწევად წერია, რომ მან უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა. „პრეზიდ...

მსოფლიო

1741703454

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები

ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ ოპონირება უნდა იყოს ჯანსაღი და არა აგენტურული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, რომელიც...

ირაკლი კირცხალია

1741702225

საზოგადოება

11-12 მარტს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფ...

გორი

1741701596

საზოგადოება

პაკისტანელმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს, მძღოლი კი დაშავდა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უცხოუ...

პაკისტანი

1741700654

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის

ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და რაც მთავარია საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკ...

გიორგი ვოლსკი