ხომ შეიძლება მასაც ვეზედმეტო დედამიწაზე .... და მართლა თოვლივით დამამთავროს ?! - დინა მირცხულავა

ხომ შეიძლება მასაც ვეზედმეტო დედამიწაზე .... და მართლა თოვლივით დამამთავროს ?! - წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები მწერალი დინა მირცხულავა.
„გადაებმება თოვლიანი დღეები ერთმანეთს და ყინვასავით წამიდგება ხოლმე თითებში თოვა ...
ასე მგონია, ბოლოს მომიღებს მოგონებები, ბოლო ფიფქამდე ვითოვლებ და მეც დავმთავრდები...
მაშინაც იდგა დღეები თოვლიანი.
და ჩვენ გვიყვარდა თოვლი
მეც მიყვარდი შენ
და არ მტკიოდა თოვა.
ფეხქვეშ ვაჭრაჭუნებდით თოვლს და მივაბიჯებდით თეთრ ორღობეში.
მახსოვს, ვიღაც გამოჩნდა გზაზე და დავემალეთ.
რომელიღაცა სახლის კედელს ავეკარით.
თვალდახუჭული ვიპოვნი ახლაც წლების მერეც იმ კედელს.
დავემალეთ, რომ არ ვეცნეთ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვემალებოდით ყველას.
ვემალებოდით, იმიტომ რომ ყველას ვეზედმეტებოდით ჩვენ.
იმიტომ ვეზედმეტებოდით, რომ მეტნი ვიყავით მათზეც, თოვლზეც და იმ ღამეზეც მეტნი.
ანაზდად მოწყდა სახურავიდან თოვლი და დაგვმარხა.
დაგვმალა.
ბუნება ყოველთვის იყო ჩვენიანი, მხოლოდ ადამიანები დააბოტეებდნენ ჩვენზე, ისე როგორც თოვლზე დადიან ხოლმე დაურიდებლად.
და აი, დღეს, მე ისევ მტკივა თოვა, თითქოს ისევ იმ კედელთან ვიყო თოვლში დამარხული და ახლა ჩემი დაულაგებელი ცხოვრების ორღობეში რომ მოაბიჯებს იმ ადამიანს ვემალებოდე - სხვა ადამიანს.
მეშინია.
ხომ შეიძლება მასაც ვეზედმეტო დედამიწაზე....
და მართლა თოვლივით დამამთავროს?!“
წერს დინა მირცხულავა.
ნახატი: ირაკლიკუნჭულია
ასევე საინტერესოა:
🔵 რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა - ეს საინტერესოა!
🔵 რამდენი ლარი ეღირება 28 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი, ევრო, ბრიტანული გირვანქა და თურქული ლირა?
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...