რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა - ეს საინტერესოა!

მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტი, ტრადიციულად, ხილი და გოზინაყი -  ცხადია, ყველა ოჯახსა და რეგიონს თავისი საახალწლო სუფრა აქვს, თუმცა კალკულაციის დროს გათვალისწინებულია  ჩამოთვლილი ტრადიციული კერძები.

2020 წელთან შედარებით ახალი წლის სუფრის ინდექსის ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა. 2021 წლის დეკემბერში საახალწლო სუფრის საშუალო ფასმა 183 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 8.3%-ით მაღალია.

სუფრის ინდექსის მიხედვით, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (176.5 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (189.1 ლარი) – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177.3 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მაღალია. ამის მიზეზი ისაა, რომ 2020 წელს ყველაზე დაბალი ფასები სწორედ ამ რეგიონში გვქონდა.

ტრადიციული საახალწლო სუფრის ღირებულება

2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის ყველა საკვები პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ სურსათზე: კვერცხი (+38%), ყველი (+12%), კარტოფილი (+35%), სტაფილო (+38%), კიტრი (+15/9%), ვაშლი (+18%), რძე (+13%).

ნიგოზი საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული ინგრედიენტია. წლის ამ დროს, 1 კგ. ნიგვზის ფასი 22-27 ლარს შორის მერყეობს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 5%-ით მაღალია.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სურსათის ფასები იზრდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშიც ადასტურებს. ასეთი მაღალი ინფლაცია 2011 წლის სურსათის ფასების კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

მაგალითისთვის, ნოემბერში, წლიურ ჭრილში, ფასები 27.3%-ით გაიზარდა. როგორც წესი, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა საქართველოში წლიური ინფლაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ხოლმე. თუმცა აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გამყარებამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ადგილობრივ ფასებზე. 2021 წლის დეკემბერში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 3.10 იყო, რაც 5.5%-ით ნაკლებია 2020 წლის დეკემბერთან შედარებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმპორტირებული პროდუქტების ფასები დაბალია.

თუ ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, საერთაშორისო ფასების ზრდა შეიძლება ადგილობრივ ფასებზე არ აისახოს.

საახალწლო სუფრის ინდექსს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.

ასევე საინტერესოა:

🔵 რა უნდა გვქონდეს და არ უნდა გვქონდეს 2022 წლის საახალწლო სუფრაზე - აუცილებლად გასათვალისწინებელი წესები

🔵 „საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს 2 სიმბოლო“ - მიხეილ ცაგარელის რჩევები

🔵  ნახეთ როგორია საახალწლოდ მორთული ბათუმის ქუჩები (ფოტორეპორტაჟი)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741083933

სპორტი

დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...

 დუდა სანაძე

1741082834

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიე...

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

1741081497

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არ...

ლევან მაჭავარიანი

1741081056

ახალი ამბები

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტ...

თბილისის ავარია

1741079387

საზოგადოება

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...

ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდი