„მალე მსოფლიოს დიდი ნაწილი ცეცხლის ბურთში გაეხვევა და ამ ცეცხლში რუსეთიც მოჰყვება“ - ლელა კაკულია

ინტერვიუ არქივიდან: მალე მსოფლიოს დიდი ნაწილი ცეცხლის ბურთში გაეხვევა და ამ ცეცხლში რუსეთიც მოჰყვება
გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №6 2006 წელი, ნოემბერი
- ქალბატონო ლელა, უპირველესად, სრულიად საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხი: რა ფორმებს მიიღებს რუსეთის დაუფარავი, ღია აგრესია საქართველოს მიმართ? რა შედეგები მოჰყვება ეკონომიკურ ბლოკადას?
- რუსეთისთვის უცხო არ არის ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება იმის წინააღმდეგ, ვისზეც გაბრაზებულია. სხვათა შორის, ექსპრეზიდენტი შევარდნაძე ამის გამო ხშირად უფრთხოდა მკვეთრ ნაბიჯებს ამ ქვეყნის მიმართ.
რუსეთი იმ ფეხბურთელს მაგონებს, გამწარებით რომ ცდილობს გოლის გატანას მოწინააღმდეგის კარში. ხშირად ახერხებდა კიდეც ამას, მაგრამ ახლა კრემლს ისე დაემართა, ერთ ქართულ ანდაზაში რომაა: „მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა“.
რუსეთი ღირსია ჩვენი პრეზიდენტისა, რომელიც მათ სისხლს უშრობს ამერიკის იმედით (თუმცა, სააკაშვილს ამერიკა ხშირად ავიწყდება და მაინც თავისებურად წყვეტს გარკვეულ საკითხებს). ნუ შეგეშინდებათ — ქართულ ბაზარზე გაჩენილ ვაკუუმს ევროპიდან შემოტანილი საქონელი შეავსებს. საამისოდ ბევრი გზა არსებობს და რუსეთი ყველას ვერ ჩაკეტავს.
- დაძაბულობის მოსახსნელად საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, შეხვდეს ვლადიმირ პუტინს, ამის შესახებ მან ტელევიზიით განაცხადა. შედგება თუ არა ეს შეხვედრა და გამოიღებს თუ არა იგი პოზიტიურ შედეგს?
- 2004 წლის 26 ოქტომბრის ჩანაწერში მაქვს დაფიქსირებული, რომ შეიქმნება ისეთი ვითარება, როცა რუსეთის პრეზიდენტი არანაირ მოლაპარაკებაზე არ წამოვა საქართველოს პრეზიდენტთან, ანუ მთავრობასთან. რუსეთი მათ არ ენდობა (ისე, რუსეთის მთავრობისთანა გამყიდველი და ორპირი მთავრობა სხვა არ არსებობს და საინტერესოა, სააკაშვილს რაში ემდურიან?). ასეც განაცხადებენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს უფრო ენდობოდნენ, ვიდრე დღევანდელს.
ამ წინასწარმეტყველებაში არაფერი შეცვლილა. რამდენჯერაც და რა ვითარებაშიც უნდა შეხვდეს ჩვენი პრეზიდენტი რუსეთისას, რაც უნდა მოილაპარაკონ და რა პირობებიც უნდა დადონ, უნდობლობა იმდენად დიდია, შედეგი ამას არ ექნება. თუმცა, სულაც არ მინდა, შევაშინო ჩემი ხალხი. რაოდენ მძიმეც უნდა იყოს დღევანდელი ვითარება (ვგულისხმობ ქართველთა მასობრივ დეპორტაციას), იცოდეთ და გახსოვდეთ: დადგება დრო, როცა მიხვდებით, რომ ისევ თქვენთვის ჯობდა საქართველოში დაბრუნება. მართალია, დღევანდელი გადასახედიდან სულ სხვაგვარი სურათი გეხატებათ, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის.
საქართველოს დაცარიელებული სოფლები, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში, თქვენს ხელს, თქვენს გარჯას ელოდება. ჩამოდით, დაფუძნდით სამშობლოში, იშრომეთ და საკუთარი შრომით მოწეულით მშვიდად იცხოვრეთ. რუსეთის ბაზრებზე და ბაზრობებზე ვაჭრობას, მოსამსახურეობასა და მათი შინაური ცხოველების მოვლას სამშობლოში, საკუთარ მიწაზე შრომა სჯობს.
სხვათა შორის, თქვენი უკან დაბრუნება იქნება წინაპირობა ჩემი 1994 წლის 1 აპრილს ჩაწერილი წინასწარმეტყველებისა, რომელიც ასე გამოიყურება:
„...და ისევ მოძლიერდება ქართული სოფელი. მიწა ივსება ხვავითა და დოვლათით; გაივსება საქართველო; ვაზი — მშვენება და სიმბოლო ქართველი კაცისა, უბრუნდება ქართულ მიწას. მეღვინეობა დიდად განვითარდება და ჩვენი ღვინოები პირველ ადგილსაც დაიკავებენ მსოფლიოში.
მესხეთ-ჯავახეთი იქნება ერთ-ერთი მძლავრი სამიწათმოქმედო რეგიონი საქართველოში. აბიბინდება პური, ჭვავი, სელი (სელის ქარხნებსაც ვხედავ), გაიხარებს მრავალი ნარგავი და ნათესი.
მესხეთ-ჯავახეთი მომავალში გულია საქართველოსი!
ქართველი გლეხის ხელი მთელ საქართველოს მოედება. შირაქის ველებზე უზარმაზარი პროგრამა განხორციელდება. ვხედავ იმ დროს, როცა საქართველოს არავისი არაფერი დასჭირდება (ვგულისხმობ სოფლის მეურნეობის პროდუქციას).
კავკასიონსა და სხვა მხარესაც ისეთი რაოდენობის ცხვარი მოეფინება, რომლის მსგავსი, მგონი, არც ერთ საუკუნეს არ ახსოვს. მეცხოველეობა განსაკუთრებით დასავლეთში, კოლხეთის დაბლობზე იკიდებს ფეხს“.
და კიდევ გიმეორებთ არაერთხელ თქმულსა და დაწერილს: მალე მსოფლიოს დიდი ნაწილი ცეცხლის ბურთში გაეხვევა და ამ ცეცხლში რუსეთიც მოჰყვება.
ასე რომ, რუსეთის სასჯელი საბოლოოდ სულაც არ გამოდგება სასჯელი დეპორტირებული ქართველებისთვის.
- ქალბატონო ლელა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთს ოფიციალურად სთხოვს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას.
- მერე რა? ვერც აფხაზეთი და ვერც სამაჩაბლო (იმათებურად, სამხრეთ ოსეთი) ვერ ეღირსებიან ნამდვილ დამოუკიდებლობას. ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს უამრავი ხილვა ჩამიწერია და გამომიქვეყნებია, მაგრამ ახლა 1999 წლის 4 მარტის წინასწარმეტყველება მინდა გაგახსენოთ:
„ადამ და ევას დროიდან სულ გვაქუცმაცებენ, გვყოფენ, გვტაცებენ თითქმის ყველაფერს, მაგრამ ღვთის წყალობა და დაცვა საქართველოს მიმართ უსაზღვროა; ამიტომ ჩვენ გადავრჩით და გადავრჩებით კვლავ. საქართველო ყოველთვის იარსებებს და ვიქნებით ჩვენ მანამ, სანამ დედამიწა იარსებებს.
ვიბრუნებთ ტერიტორიებს, ასეთია ნება ღვთისა! აფხაზეთში, სამაჩაბლოში, მესხეთ-ჯავახეთსა თუ აჭარაში, ყველგან აშენდება დანგრეული ეკლესიები და გაბრწყინდებიან მთელის დიდებითა. ვხედავ, რომ მომავალში ჩვენ კვლავ ვარსებობთ; პირისაგან მიწისა აღგვილი საქართველო ისევ დაიბადება და იგი იარსებებს მანამ, სანამ დედამიწა იარსებებს კოსმიურ სამყაროში; გავქრებით მაშინ, როცა გაქრება დედამიწაც. ეს კი არასდროს მოხდება. ამიტომაც, უკვდავია ქართველი და თვით საქართველო. ამინ!“
- სულ ახლახან კიდევ ერთი თავსატეხი გაგვიჩნდა: აზერბაიჯანის მიწისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იუსიფოღლუმ განაცხადა, რომ ბაქო საქართველოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს არ დაუთმობს, ვინაიდან მას აზერბაიჯანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
- აზერბაიჯანი როგორც ფიქრობს, ისე არ არის. ამერიკა ისეთ პროგრამას განახორციელებს, რომ ბაქო ფეხს ვერ გააფაფხურებს მომავალში; ვხედავ, რომ ეს რუსეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაა.
2005 წლის 5 იანვარს ვიხილე, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ წამოიმართებოდნენ; რომ ეს რუსეთის დიდი ხნის ოცნებაა; რომ საამისო გეგმასაც კი შეიმუშავებდნენ...
მაგრამ მართლა საოცარი ის იქნება, რომ პირიქით, ლაპარაკი იქნება ქართულ მიწებზე (კახი, ნუხი, საინგილო), რომელთაც საქართველო მომავალში ირანის ჩარევით(!!!) იბრუნებს.
ამ წინასწარმეტყველებასაც არ დამიჯერებთ, ალბათ, მაგრამ, რასაც ვამბობთ, ასრულდება.
- რაც შეეხება დსთ-ს...
- აქ პასუხი მოკლეა: „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ დაიშლება და ამაში საქართველოს პრეზიდენტს დიდი მისია აკისრია.
ასევე დაგაინტერესებთ:
📌 ვენეციის ყველაზე ცნობილი სასტუმრო ბილ გეითსმა შეიძინა (FOTO)
1741626100
საზოგადოებამამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...
1741621047
მსოფლიოკრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან
„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...
1741618565
მსოფლიოBild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება
აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....