Mercedes-Benz თანამშრომლებს 6 ათას ევროს ოდენობის პრემიას გადასცემს

კომპანია Daimler შეჰპირდა მისი კუთვნილი Mercedes-Benz-ის თანამშრომლებს მსუყე ფულად დანამატებს.
როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, კონცერნი კომპანიის მხოლოდ გერმანიის ქარხნებში დასაქმებულ თანამშრომლებს საახალწლოდ 6 ათასი ევროს პრემიას გადასცემს.
საუბარია 100 ათასი თანამშრომელზე, რაზედაც კონცერნი 600 მილიონ ევროს დახარჯავს. გადახდა მოხდება მომავალი წლის თებერვალში.
როგორ დაასრულებს მიმდინარე ფინანსურ წელს Mercedes-Benz-ი ჯერ უცნობია, თუმცა განცხადებაში Daimler აღნიშნავს იმ "შედეგს" რომლის მიღწევა მოხერხდა თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად.
ცნობისთვის, კომპანიამ 2021 წლის პირველ 9 თვეში 1 617 508 ავტომობილი გაყიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რითაც გასული წლის
მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით გააუმჯობესა.
ეს ზრდა ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა წლის მეორე ნახევრიდან განვითარებული გლობალური მიკროჩიპების დეფიციტი, რამაც კომპანიას აიძულა დაგეგმილზე ბევრად ნაკლები ავტომობილი გამოეშვა.
როგორი იქნება ბოლო მესამე კვარტალი, ამის შესახებ ინფორმაცია იანვრის 15 რიცხვამდე გავრცელდება.
სხვა სიახლეები:
🔲 2022 წლის ფერად, აქამდე არარსებული ფერი დასახელდა
🔲 ცრურწმენა, რომლისაც თითქმის ყველა იტალიელს სწამს
წყარო: autocar.ge
1740739438
მსოფლიოემანუელ მაკრონი ევროპელებს აფრთხილებს, „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად“
საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელებს აფრთხილებს, რომ „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად“ - ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევრ...
1740738688
ახალი ამბებიმოქალაქე გურიის რეგიონიდან: ორი შვილი მყავს, წამლების, საკვების მხრივ გვერდში დამიდგნენ, ჩემს ირგვლივ ვინც არიან მეზობლები, პრეტენზია არ გაგვაჩნია, უყურადღებოდ არ ვყოფილვართ
რასაც საჭიროება მოითხოვდა შეძლებისდაგვარად რეაგირება იყო. მე პირადად, ორი შვილი მყავს და არ შემქმნია პრობლემა. წამლების მხრივ, საკვების მხრივ გვერდში დამიდგნენ. ჩემს ირგვლივ ვინც არიან მეზობლები, პრეტ...
1740737330
ახალი ამბებიN372 ავტობუსის მარშრუტი იცვლება - დეტალები
სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში დამატებითი ცვლილებები განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის...
1740736324
საზოგადოებარატი იონათამიშვილი - მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გარკვეული შიშები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიეჩვივნენ, რომ ცილისწამება და დეზინფორმაცია ნორმად აქციონ
ფაქტია, რომ მედიაში უცხოური დაფინანსებები ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, ცილისწამებას და პოლიტიკური მანიპულაციებით სავსე ნარატივის განვითარებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა...
1740735218
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურის სახელით, SMS შეტყობინების სახით ყალბი შეთავაზება ვრცელდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო...