„მთავარი მიზანია, რეგიონში განვავითაროთ ტურისტული სექტორი“ - ფორთოხლები, ადგილი საქართველოში, რომელიც თქვენს მოგონებებს დაუვიწყარს გახდის

ეს იტალია არ გეგონოთ, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში საჯავახოში მდებარე კოტეჯი „ფორთოხლებია.“ რომელიც გამორჩეული ლანდშაფტით, დიზაინით და ხედებით აუცილებლად მიიქცევს თქვენ ყურადღებას. 

„ფორთოხლები“ 2023 წლის 11 აგვისტოს გაიხსნა და მსგავსი ტიპის კოტეჯი ამ რეგიონში პირველია. როგორც ლაშა ულარჯიშვილი „ფორთოხლების“ დირექტორი ჩვენთან საუბრობს ადგილი, შესანიშნავი ბუნებიდან გამომდინარე შეირჩა და კოტეჯი, სრულად ეკომეგობრულია - ისინი არ მოიხმარენ ბუნებრივ აირს.

„საჯავახოში ამ ტიპის რეზორტი პირველად ჩვენ შევქმენით. ადგილი, შესანიშნავი ბუნებიდან გამომდინარე შეირჩა. ასევე კოლხეთის დაბლობის კლიმატი და ხედები განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. დამატებითი მოტივაცია იყო კონკრეტულ რეგიონში, მსგავსი ტიპის დაწესებულების ნაკლებობა.

ბევრი ოჯახი ატარებს ზაფხულს გურიასა და იმერეთში, ვისაც აქვთ სურვილი რომ, სოფელში დასვენებასთან ერთად, ესტუმრონ ჩვენს ლოკაციას, განიტვირთონ აუზზე და მიირთვან ჩვენი რესტორნის უგემრიელესი კერძები - ამის საშუალებას ჩვენ კოტეჯი იძლევა.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა მთაგორიანი რელიეფით, შესაბამისად ჰორიზონტი ხშირად მოკლე მანძილზე იშლება.  ჩვენს შემთხვევაში, ტერიტორიის ძირითადი ნაწილიდან იშლება თვალუწვდენელი ხედი, რომელიც, სამეგრელოსა და აჭარამდე გრძელდება. ჩვენი სტუმრები განსაკუთრებით აღნიშნავენ, მზის ჩასვლის სილამაზეს, რომლის დროსაც ტერიტორიას ფორთოხლის ფერი დაჰკრავს, რაც დამატებით განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ასევე გამოვარჩევდი ჩვენს სამზარეულოს, რომელიც ნატურალური პროდუქტით მარაგდება.

და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენს ლოკაციაზე, არის ეკომოგებრულობა. ჩვენ არ მოვიხმართ ბუნებრივ აირს, და სრულად ვმარაგდებით განახლებად ენერგიის წყაროთი, ასევე ჩვენი ტრანსპორტიც, რომლითაც ვახორციელებთ მომარაგებას და სტუმრების გადაადგილებას - არის ელექტრომობილები, რომლებსაც ჩვენსავე ტერიტორიაზე ვმუხტავთ“, - ამბობს ლაშა ულარჯიშვილი.

„ფორთოხლების“ დირექტორი კოტეჯის პოტენციალზე და სახელის დარქმევის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კოტეჯი მიმზიდველია ყველა კატეგორიის დამსვენებლისთვის.

ადგილზე მისულ სტუმრებს კი ხვდებათ ადგილობრივი სამზარეულოს გამორჩეული კერძები,  ღია საცურაო აუზი და სარეკრეაციო სივრცეები.

„⁠ჩვენს ტერიტორიაზე გვაქვს 4 ჰექტარი ფორთოხლის პლანტაცია, ვაშინგტონის ჯიშის ფორთოხლის ნარგავებით. ამასთან ერთად, როგორც აღვნიშნე მზის ჩასვლისას ტერიტორიას ეძლევა ფორთოხლის ფერი ელფერი, რაც ერთ-ერთი მოტივი იყო სახელის დარქმევისა.

ფორთოხლები მიმზიდველია ყველა კატეგორიის დამსვენებლისთვის. გვყავს, როგორც უცხოელი სტუმრები, ასევე საქართველოს მსხვილი ქალაქებიდან. ჩვენი რეგიონის მცხოვრებლებიც ხშირად სტუმრობენ ჩვენს ლოკაციას, როგორც აუზზე, ასევე სავახშმოდ.

ტერიტორიაზე სტუმარს დახვდება, 4 კოტეჯი, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს 2-იდან 3 პერსონამდე.  ასევე გვაქვს ერთი 2 საძინებლიანი კოტეჯი, რომელიც 4 პერსონაზეა გათვლილია.

გვაქვს ღია საცურაო აუზი, რომელიც კოლხეთის დაბლობს გადაჰყურებს და ასევე ქართული რესტორანი, უგემრიელესი კერძებით. დამატებითად ტერიტორიაზე არის სარეკრეაციო სივრცეები, ჰამაკებით გაწყობილი ტყე, იოგის ტერასა და ასე შემდეგ“, - ამბობს ლაშა ულარჯიშვილი.

კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ იყო სირთულეები, რომელსაც არ უშინდებიან და ეტაპობრივად ცდილობენ პრობლემის მოგვარებას და აღნიშნავს, რომ მათი მთავარი მიზანი რეგიონში ტურისტული სექტორის განვითარებაა, რომელშიც ხელს უწყობს ადგილობრივი ხელისუფლება.

„⁠სირთულეები მრავლად იყო და არის. გამოწვევაა რეგიონში იპოვო და შეინარჩუნო შესაფერისი კადრები. ასევე პროდუქციის მომარაგება რთულია. კომუნიკაციის პრობლემებიც მრავლად იყო. თუმცა ეტაპობრივად ვცდილობთ ყველა პრობლემა მოვაგვაროთ და გამოწვევებს არ ვუშინდებით. ადგილობრივი ხელისუფლება შეძლებისდაგვარად გვიწყობს ხელს და გვეხმარება ჩვენს საქმიანობაში.

მთავარი მიზანი იყო და კვლავ რჩება, რომ რეგიონში განვავითაროთ ტურისტული სექტორი. შევქმნათ ახალი მიზიდულობის წერტილი, განსხვავებული გარემოთი და მაღალი დონის სერვისით. ჩვენი სურვილია ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომში კი მსოფლიო ტურისტულ რუკაზე, დავსვათ ახალი წერტილი, საჯავახო“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი. 

კოტეჯი კი სამომავლოდ დამსვენებლებს ბევრ სიახლეს ჰპირდება.

„დარწმუნებული ვარ რომ 5 წელიწადში ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. აუცილებლად დაგვემატება განთავსების ადგილები, სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები, სხვადასხვა აქტივობები და ბევრი საინტერესო რამ“, - ამბობს  ლაშა ულარჯიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736922082

მსოფლიო

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დააკავეს

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი,იუნ სოკ იოლი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ ის დათანხმდა დაკავება...

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დააკავეს

1736886317

მსოფლიო

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება. დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ...

აშშ-მა და სომხეთმ

1736883173

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის

„როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის“, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ მზია...

პოლიტიკოსი

1736877568

მსოფლიო

ანტონიო კოშტა - კონსტრუქციული საუბარი მქონდა სი ძინპინთან, შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის

ჩინეთის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ...

ანტონიო კოშტა

1736876318

საზოგადოება

„ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლვევა, პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“ - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტზე

აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით, „იმედინიუსს“, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში განუცხადეს, რომ მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს ს...

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო