მთელი ცხოვრება ნაგროვები ქონება რძალმა გამინიავა და წავიდა - 58 წლის მანანა ბებოს ემოციური ამბავი

ჟურნალი „თბილისელები“ აქვეყნებს 58 წლის მანანას ემოციურ ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ რძალმა მთელი ცხოვრების ნაგროვები ქონება გაუნიავა.

შეუღლების დღიდან, მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით და ვიძენდით რაც შეგვეძლო. ვერ ვიტყვი, ბევრი ფული და ქონება დავაგროვეთ–თქო, მაგრამ არც გვიჭირდა. ორი ბიჭი გავზარდეთ, არაფერი მოგვიკლია და თან, ვცდილობდით ორივესთვის მომავალში ისეთი უზრუნველი ცხოვრება შეგვექმნა, არაფრის ყიდვა აღარ დასჭირვებოდათ. 

უფროს ვაჟს ცალკე შევუძინეთ სახლი, ავეჯით და ნივთებით გამოვუვსეთ და ცოლი რომ მოიყვანა, იქ დასახლდა. არაჩვეულებრივი რძალი შემხვდა-თბილი, მოსიყვარულე, ზრდილობიანი. მისგან ზედმეტი სიტყვა არ მახსოვს. რითაც შეგვიძლია ვეხმარებოდით და დავეხმარებით, მისთვის არაფერი დამენანება. მოკლედ, გვინდოდა, უმცროსი ვაჟი რომ დაქორწინდებოდა, ჩვენთან ეცხოვრა და მასაც, იმაზე მეტი დავახვედრეთ, ვიდრე უფროს ვაჟს მივეცით. მოკლედ, ვხდებოდით რომ ვიღაც გოგონას ხვდებოდა, მაგრამ არ გვეუბნებოდა. ერთ დღესაც დავისვი და დაველაპარაკე: შვილო, უკვე დროა შენც მოიყვანო ცოლი, მუშაობ, შენი შემოსავალი გაქვს, ჩვენც გვერდით დაგიდგებით, ბინა გაქვს და აქ რაც არის ხომ იცი შენია, დროულად დააყენე საშველი და მოიყვანე, სანამ კიდევ შემიძლია, თქვენც დაგეხმარებით–მეთქი. გამომიტყდა: დედა, ძალიან მიყვარს, მაგრამ ცოტა ამბიციური გოგოა და მეშინია, როგორ შეეგუებით ერთმანეთსო. ვუთხარი: მთავარია თქვენ გიყვარდეთ შვილო ერთმანეთი, თორემ მე და მამაშენი ხმას არ ამოვიღებთ, გავჩუმდებით, რა უნდა იყოს რომ ვერ გავუგოთ-მეთქი. იმ გოგოს გაცნობა ვთხოვე და რამდენიმე დღეში ამოიყვანა სახლში. თბილად დავხვდი, ჩავეხუტე, ვეფერე. ვიზუალურად, მართლა ლამაზი გოგო იყო, თუმცა ცოტა ცივი ბუნების მომეჩვენა. ამაყად ეჭირა თავი და ვერ შევამჩნიე, რომ ჩემი შვილის მიმართ რაიმე გრძნობა ჰქონდა. ვიფიქრე მომეჩვენა-მეთქი, მაგრამ არ შევმცდარვარ.

ოთხ თვეში ქორწილი გადავუხადეთ, შემოვიდა ჩვენს სახლში რძლად და აირია კიდეც სიტუაცია. საკუთარ სახლში, ჩვენ გავხდით მოსულები და ის დამხვდური. თავის ნებაზე მიდი-მოდიოდა, თითქოს ჩვენ არც კი ვარსებობდით. არადა, ხმას ვერ ვიღებდი, ვხვდებოდი, ჩემს შვილს როგორ უყვარდა და არ მინდოდა მათი დაპირისპირების მიზეზი მე გავმხდარიყავი. ბავშვი რომ გაუჩნდათ, ფაქტობრივად მე გავუზარდე. იმასაც კი არ კადრულობდა, ხელში აეყვანა, მტირალი გაეჩუმებინა ან სასეირნოდ გაეყვანა. თვითონ კი დადიოდა თავის დაქალებთან კაფე-ბარებში, არაფერს იკლებდა. ესეც გადავყლაპე. ერთი სიტყვით, სახლის საქმეები, ბავშვი, საჭმელი, სარეცხი და მიმსვლელ-მომსვლელი, ჩემს კისერზე იყო. ჩემი უფროსი შვილი კი მსაყვედურობდა: დედა, რამდენჯერ მოვედი გადაქანცული ხარ, უთხარი ჩემს ძმას მის ცოლს დაავალოს ცოტა მოგეხმაროსო. თუმცა, მასა ვაჩუმებდი. ვთხოვდი: სანამ შემიძლია გავაკეთებ, გეხვეწები, შენ ნუ ჩაერევი, მთავარია შენი ძმა იყოს ბედნიერი თქო. სამი წლის რომ გახდა ბავშვი, ატყდა უცხოეთში უნდა წავიდე სასწავლებლად, ჩემი დაქალი წავიდა, თან სწავლობს, თან მუშაობს, თავისი დებიც წაიყვანა და ძალიან კარგად არიან, დედამისს უგზავნიან ფულს, სახლები იყიდეს და მეც ვისწავლი, თან ვიმუშავებ, მერე ჩემს ქმარ-შვილსაც წავიყვან და ფულს გამოგიგზავნითო. არ მსიამოვნებდა მისი ეს ახირება, მაგრამ ვფიქრობდი, ჩემი შვილი იქ არ გაუშვებდა. თუმცა, ამ ჩემმა დებილმა შვილმა, დაუჯერა, მას აჰყვა და თუ რამე გამაჩნდა სახლში-ჭურჭლიან, ავეჯიან, ჭაღიანად დაყიდეს და იმ ფულით გაუშვა უცხოეთში. დავრჩით ცარიელ სახლში. მას მერე, კი გავიდა წელიწად-ნახევარი. არც ფული გამოუგზავნია და არც ქმარ-შვილის მოკითხვით იკლავს თავს. რომ კითხოთ, სწვლობს და მთლიან განაკვეთზე მუშაობას ვერ ახერხებს. ბავშვს თუ გამოუგზავნის ამანათს, სადაც სათამაშოები და ტანსაცმელია და ესაა და ეს. დარწმუნებული ვარ, არც ფულის გამოგზავნას აპირებს, არც სწავლობს და არც ჩემს შვილთან დაბრუნდება. ჩვენ ოჯახი კი გაანიავა და თავისი გაიტანა. არ ვსაუბრობ მასე სახლში, არ მინდა ჩემს შვილს გული ვატკინო და ბავშვიც ისე მიყვარს, ეს რომ წამართვას და წაიყვანოს, ალბათ ვერც გადავიტან. არც მისი ფული მინდა და არც ქონების დაბრუნებას ვთხოვ, უბრალოდ შეგვეშვას და თავისი გზით წავიდეს. ჩემი შვილი თავის გზას ნახავს, არ დაიკარგება და ბავშვსაც ხელისგულზე გავზრდით.

შენიშვნა - ფოტოზე აღებულია ინტერნეტიდან და ისინი არ არიან ამბის გმირები.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736923201

მსოფლიო

კუბაში 553 პატიმარი გაათავისუფლეს

კუბის ხელისუფლებამ 553 პატიმრის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ინფორმაცია მიაწოდა, რომ კუბა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ინფორმაციას...

კუბაში 553 პატიმარი გაათავისუფლეს

1736922082

მსოფლიო

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დააკავეს

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი,იუნ სოკ იოლი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ ის დათანხმდა დაკავება...

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დააკავეს

1736886317

მსოფლიო

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება. დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ...

აშშ-მა და სომხეთმ

1736883173

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის

„როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის“, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ მზია...

პოლიტიკოსი

1736877568

მსოფლიო

ანტონიო კოშტა - კონსტრუქციული საუბარი მქონდა სი ძინპინთან, შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის

ჩინეთის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ...

ანტონიო კოშტა