ომის დაწყებამდე 12 დღით ადრე დავწერე... - რა ისტორიას იხსენებს რამაზ გიგაური?

ასტროლოგი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ზუსტად იმ სცენარით იწინასწარმეტყველა, როგორც ახლა ვითარდება.
"ომის დაწყებამდე 12 დღით ადრე დავწერე.
როგორც ვთქვი, ისე მიდის და ისეც იქნება!
მაშინ როცა, ბევრს არ სჯეროდა რუსეთის დამარცხების და რუსეთის გაძლიერებას „პროგნოზირებდნენ“.
ჯერ სად არის?
რუსეთს მხოლოდ ბავშვების მოკვლა შეუძლია და ისიც ციდან, ქურდულად.
ჩვენს ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, უნდა გაიაზროს ის გეოპოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობა, რომელიც უკრაინამ გააჩინა.
სწორედ უკრაინაა - ნამდვილი რუსეთის სამშობლო, ის არის ნამდვილი კიევის რუსეთი.
მოსკოვის რუსეთი - ეს არის „ოქროს ურდო“, რომელშიც ჩინგიზ-ხანების და ბათო-ყაენების სისხლი და სპერმაა ჩანთხეული. სწორედ ამიტომ მონღოლების მსგავსად ანგრევენ და წვავენ ქალაქებს.
Слава Україні! ❤
შენ გაიმარჯვებ, რადგან შენთან არის სიმართლე და სიკეთე.
სიკეთე საბოლოო ჯამში, მუდამ სძლევს ბოროტს!",- წერს, რამაზ გიგაური.
ცნობისთვის, გიგაურმა 12 თებერვალს დაწერა:
"უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებების შესახებ
ბევრი ადამიანი მწერს, რომ უკრაინა-რუსეთის გარშემო პროგნოზი გავაკეთო.
დავწერე დიდი ტექსტი და გარკვეული მოსაზრების გამო წავშალე. შევეცდები უფრო მოკლედ და „რბილად“ გადმოვცე ჩემი სათქმელი (ისედაც მსაყვედურობენ ხოლმე, ჩემი პროგნოზები სხვა ასტროლოგების პროგნოზებისგან განსხვავებით ნეგატიურია).
***
ყოველი წლის ბოლოს ვდებ ხოლმე მომდევნო წლის პროგნოზს და ყაზახეთში სისხლიანი დაპირისპირების დროს გავიზიარე ჩემი 2022 წლის პროგნოზის ის მონაკვეთი, რომელიც წლის დაძაბულ დასაწყისს და საერთოდ, 2022 წლის პირველ კვარტალს ეხებოდა.
გავიმეორებ ამ ნაწყვეტს ჩემი 2022 წლის პროგნოზიდან (მთლიან პროგნოზს კომენტარებში დავდებ):
„შედარებით რთულად განვითარდება პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები და მოსალოდნელია ამის დასტური მსოფლიომ უკვე 2022 წლის დასაწყისშივე იგრძნოს, რომელიც დაუკავშირდება სერიოზულ მსოფლიო პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ ექსკალაციებს და საომარ განწყობებს. არ არის გამორიცხული წლის პირველივე კვარტალში (იანვრიდან - მარტის ჩათვლით) გარკვეულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება ან მოკლევადიანი, მაგრამ რეზონანსული სამხედრო ოპერაცია.
მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრება დატვირთული იქნება „ხმაურიანი“ განცხადებებით, ასევე რისკის შემცველი და ავანტიურისტული გადაწყვეტილებებით, რომლებმაც მოსალოდნელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს გარკვეული საფრთხე შეუქმნას. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მხრიდან იშვიათი არ იქნება მოულოდნელი შემოტრიალებები და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც მოსალოდნელია საკმაოდ მტკივნეულ პროცესებს დაუდოს საფუძველი“.
***
- დამატებით რა შეიძლება ითქვას?
= რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი. ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება რუსეთის ხელისუფლებაში სისტემური ცვლილებები.
- დროის რა პერიოდში მოხდება ეს?
= 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ 2026 წლის გაზაფხულამდე.
- თუ ომი იქნება, ამდენ ხანს გაგრძელდება?
= არა. უბრალოდ, ეს „დომინოს პრინციპით“ რუსეთში ჰიპერკრიზისულ სიტუაციებს შექმნის. ამის პიკი იქნება 2024-25 წლები.
მშვიდობა უკრაინას, საქართველოს და სრულიად მსოფლიოს! ❤".
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საქართველოს ბანკმა, რაც დღეს იკადრა ლავროვის გარდა სხვა არავინ იკადრებდა - ფეისბუკ მომხმარებელი
🔵ფიქსირდება თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი? - მსოფლიო ახალი კოვიდ გამოწვევის წინაშეა
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...