რა უნდა გვქონდეს და არ უნდა გვქონდეს 2022 წლის საახალწლო სუფრაზე - აუცილებლად გასათვალისწინებელი წესები

უკვე დაიწყეთ საახალწლო სუფრისთვის პროდუქტების შეძენა? ან ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა გქონდეთ სადღსასწაულო სუფრაზე? მაშინ, ეს სტატია დაგეხმარებათ, სწორად შეარჩიო ის კერძები და ატრიბუტიკა, რომელიც მყუდროებასა და საახალწლო განწყობას შეგიქმნით.
2022 ვეფხვის წელიწადია, ოღონდ ამჯერად წყლის სტიქიის შავ-ლურჯი ფერის ვეფხვის წელიწადია, ამიტომაც კარგად უნდა დავგეგმოთ რა და როგორ გავაკეთოთ, ამასთან, რა არ უნდა მოხვდეს საზეიმო სუფრაზე.
ხორციანი კერძები
ვეფხვი, ხორცის მოყვარულია, გამომდინარე აქედან, საახალწლო სუფრისთვის სავსებით შესაფერისი იქნება ფრინველის, ცხვრის ან ღორის ხორცით მომზადებული კერძები. ხოლო, საქონლის და ხბოს ხორცის მომზადებისგან, უმჯობესია, თავი შეიკავოთ. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ თითქოს, ხარმა ვეფხვი დაამარცხა. ამიტომ, აღმოსავლეთში, ამ ცხოველებს ყველაზე საშიშ მტრებად თვლიან.
ხორცის მომზადება კი, უმჯობესია ერთ დიდ ნაჭრად. ხოლო, უშუალოდ, სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ დაჭრათ, რადგან ვეფხვი მარტოხელა ცხოველია და არასდროს ჭამს ერთი ჭურჭლიდან სხვებთან ერთად. რაც შეეხება თერმულ დამუშავებას, ვეფხვი შემწვარი ხორცის წინააღმდეგი არ იქნება. თუმცა, ხორცის მომზადება ბოსტნეულთან ერთადაც შეიძლება. თუ შესაძლებლობა არსებობს, იდეალური ვარიანტი მწვადი იქნება.
ბოსტნეული
რადგან საახალწლო სუფრაზე ხორცი იქნება, რომელიც საკმაოდ მძიმე საკვებად ითვლება, მასთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეული ან ბოსტნეულით მომზადებული კერძები. ასევე შეგიძლიათ, სუფრაზე ნებისმიერი მწნილის მიტანა.
ვეფხვს ესიამოვნება, თუ ხორცის გარნირი ყვითელი ან ნარინჯისფერი იქნება. ამ ეფექტის შესაქმნელად კი, შეგიძლიათ სტაფილო, ზაფრანა ან კურკუმა გამოიყენოთ. საახალწლო მენიუში აუცილებლად უნდა იყოს სალათებიც და ასევე შეგიძლიათ, სოკოს და ქათმის ხორცის ჟულიენიც მოამზადოთ.
დესერტები
რაც შეეხება დესერტებს, ეს შეიძლება იყოს კლასიკური ნაპოლეონი ან ჰაეროვანი პანაკოტა. სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ ფუმფულა „ბრაუნი“ ან ორფეროვანი კექსი – „ზებრა“.
სასმელები
გამაგრილებელი სასმელები უნდა იყოს ბუნებრივი და სასურველია, ყვითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობის. ეს შეიძლება იყოს ვაშლის, ფორთოხლის ან ანანასის წვენები ან კომპოტი. ვეფხვს მოეწონება, თუ ოჯახის დიასახლისი უალკოჰოლო სასმელს თავადვე მოამზადებს.
ხოლო, სპირტული სასმელის შერჩევისას, ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ის, ასევე, ყვითელი შეფერილობის უნდა იყოს. მაგ., შამპანური, თეთრი ღვინო ან ღია ფერის ხილის ლიქიორი.
რა არ უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე
რადგან ვეფხვს თევზის დაჭერა არ შეუძლია, შეგიძლიათ, საერთოდ უარი თქვათ ზღვის პროდუქტებზე. თუმცა, თუ გინდათ, რომ სუფრაზე თევზეული იყოს, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი კერძი მოამზადოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მთავარი კერძი სუფრაზე, ხორციანი უნდა იყოს.
საახალწლო მენიუდან უნდა გამორიცხოთ მარცვლეული და ბურღულეული. ამ პტოდუქტების ჩანაცვლება კარტოფილით ან სხვა ბოსტნეულით შეგიძლიათ.
და ბოლოს, კერძების უფრო სურნელოვანი და გემრიელი რომ იყოს, მომზადებისას, სუნელები გამოიყენეთ. ეს ძალიან კარგი მეთოდია იღბლის და წლის მთავარი სიმბოლოს – ვეფხვის, კეთილგანწყობის მისაზიდად, რადგან მას მკაფიო და ძლიერი არომატები მოსწონს.
გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, რომ სუფრის გაშლისას, ყურადღება მიაქციოთ ფერებს.
„მოდის 2022 წელი, ვეფხვის წელი, ძალიან მნიშვნელოვანი წელი, რომელიც იქნება დიდი წარმატების სერიოზული ცვლილებების, რეფორმების წელიწადი. ახალი წელი, ვეფხვის წელიწადია, ოღონდ ამჯერად წყლის სტიქიის შავ-ლურჯი ფერის ვეფხვის წელიწადია. წყლის სტიქია რადგან ვახსენეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ შავ-ლურჯთან ერთად, ჩვენ გვაქვს სხვა ფერები. წყლის სტიქია მეგობრობს ხის სტიქიასთან. მწვანის ნებისმიერი კომბინაცია მისაღებია. გაითვალისწინეთ, რომ ასევე მიწის სტიქია და ყავისფერ-ოქროსფერი ტონალობა შემოდის წინა პლანზე, რადგან მიწის სტიქია მეგობრობს წყლის სტიქიასთან. რადგან აღვნიშნეთ რომ შავ-ლურჯი ვეფხვის წელიწადი მოდის, ლურჯი ფერის სათამაშოები, ასევე უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრი გვაქვს გასათვალისწინებელი, ნარინჯისფერი. ეს ის ფერია, რომელიც დაკავშირებულია ვეფხვთან. კიდევ ერთი ფერია, რომლის ხსენებაც გაგიკვირდებათ და იკითხავთ-რა შუაშია წითელი ვეფხვთან? წითელი, ეს არის ცეცხლის სტიქია, ცეცხლი აქრობს წყალს, მაგრამ გაითვალისწინეთ, 2024 წლამდე, ცეცხლის სტიქია შესუსტებულია სამყაროში, ამიტომ, მის გასაძლიერებლად საჭიროა, მოვუხმოთ წითელ ფერს, აქსესუარებში მაინც, მცირედით“.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საახალწლო რიტუალები ფულის მოსაზიდად - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, როგორ გამდიდრდეთ 2022 წელს
🔵უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო... იმ ცივ და გაუსაძლის ზამთარს, შვილებს ვერ ათბობდა - პეტრე კოლხი
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...
1741092844
ახალი ამბებიმტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა
მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...
1741091557
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...
1741090663
ახალი ამბებისპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ რურუა აირჩიეს
პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ასარჩევად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ რურუას კანდიდატურა წარადგინა. კომიტეტის წევრებმა სპორ...