საიდან გაჩნდა „ომიკრონი“ - რა კავშირი აქვს მას უჰანსა და ცხოველებთან?
არსებობს მოსაზრება, რომ “ომიკრონის“ ანალიზმა შეიძლება დღეისათვის ყველაზე აქტუალურ კითხვებს გასცეს პასუხი. რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, სად შეიძლება გამოჩნდეს კორონავირუსის მორიგი ახალი შტამები და ვინ ავრცელებს მათ? ამასთან დაკავშირებით სამი თეორია დომინირებს. Deutsche Welle-მ თითოეული მათგანი გაგვაცნო.
რა ხდება?
მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ პასუხს კითხვაზე, თუ სად და როგორ გაჩნდა კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რა თვისებები აქვს მას. ბოლოს და ბოლოს, ყველანი ვსაუბრობთ, როდის დასრულდება პანდემია და როგორ დავიცვათ თავი COVID-19-ის ახალი მუტაციებისგან.
იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის ამ ახალი ვარიანტის შესახებ ბევრი მონაცემი არ არის, ერთი რამ ცხადია: „ომიკრონი“ საშიშია! სპაიკ-ცილაში განხორციელებული თითქმის 50 მუტაციის გამო, რომელთა მეშვეობითაც ინფექცია ადამიანის უჯრედში აღწევს, „ომიკრონს“ შეუძლია კორონავირუსის ვაქცინების მიერ ჩამოყალიბებულ დაცვით სისტემას გვერდი აუაროს, რადგან ანტისხეულები მას ყოველთვის ვერ ცნობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შტამით შეიძლება აცრილებიც დაავადდნენ და მან ინფექციის მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია, რამაც შესაძლოა მოკლე დროში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს. ამ კვირაში ცნობილი გახდა პირველი პაციენტების შესახებ, რომლებიც „ომიკრონის“ შტამით საავადმყოფოში მოხვდნენ, დიდ ბრიტანეთში კი გარდაცვალების პირველი შემთხვევაც დაფიქსირდა.
როგორია „ომიკრონთან“ დაკავშირებული პროგნოზები?
„ომიკრონი“ უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა და შესაძლოა, მან „დელტა“ შტამი ჩაანაცვლოს. მეცნიერთა აზრით, მოვლენების ასეთი განვითარება აჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში კორონავირუსისგან გათავისუფლება, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება. დიდი ალბათობით, ის ენდემური გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პანდემია არ მოიცავს მთელ მსოფლიოს, მაგრამ გამოჩნდება ტალღების სახით გარკვეულ ადგილზე და გარკვეულ დროს. მაგალითად, სეზონების მიხედვით, როგორც ზამთარში გრიპის ვირუსი. ამ ფონზე აშკარაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მათ შორის - ბუსტერ დოზა.
უფრო გადამდები შტამის, „ომიკრონის“ გაჩენა მეცნიერებში დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ის არის არა პირვანდელი ვერსიის მუტაცია, არამედ სავარაუდოდ, წარმოიშვა ან განვითარდა „ალფა“, „ბეტა“, „გამა“ და "დელტა" ვარიანტების პარალელურად. იმის გამო, რომ „ომიკრონი“ ძალიან განსხვავდება ვირუსის სხვა შტამებისგან, რთული სათქმელია, თუ როგორია მისი მონათესავე ვირუსები, - ამბობს ბერნის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ემა ჰოდკროფტი.
საიდან გაჩნდა „ომიკრონი“?
მეცნიერებს აქვთ სამი სავარაუდო თეორია იმის შესახებ, თუ სად შეიძლებოდა გაჩენილიყო „ომიკრონი“ და მისი წინამორბედები. პირველი თეორიის თანახმად, შესაძლოა, ის ჩამოყალიბდა იზოლირებულ პოპულაციაში, სადაც ვირუსი დიდი ხნის განმავლობაში ცირკულირებდა, ბევრი შეუმჩნევლად დაინფიცირდა და გამოჯანმრთელდა კიდეც ისე, რომ ტესტებმა ეს არ აჩვენა.
ამ თეორიას მხარს უჭერს ბერლინის Charité-ის მთავარი ვირუსოლოგი ქრისტიან დროსტენი. ჟურნალ Science-თან ინტერვიუში მან განაცხადა: ”ჩემი მოსაზრება გამომდინარეობს იქიდან, რომ „ომიკრონი“ არ გაჩენილა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ის გამოვლინდა. ვფიქრობ, ეს ახალი შტამი ჩამოყალიბდა სადღაც სამხრეთ აფრიკაში, ვირუსის ზამთრის ტალღის დროს. იქ დიდი ხნის განმავლობაში იყო ინფიცირების ბევრი შემთხვევა, ვირუსის განვითარებისთვის კი აუცილებელია კოლოსალური ევოლუციური ზეწოლა“.
ამ თეორიას არადამაჯერებლად მიიჩნევს ედინბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ენდრიუ რემბაუტი. ”დარწმუნებული არ ვარ, მსოფლიოში არსებობს ადგილი, რომელიც იმდენად იზოლირებულია, რომ არსებობს ალბათობა, ვირუსის ეს ვარიანტი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ იქ ყოფილიყო და დედამიწის სხვა წერტილში არ გამოვლენილიყო".
მეორე თეორიის მიხედვით, „ომიკრონი“ შეიძლება წარმოქმნილიყო ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანში, რომელიც შემდეგ COVID-19-ით დაინფიცირდა. ალბათ ეს იქნებოდა ისეთი ვინმე, ვისაც სხვა დაავადებებისა და მედიკამენტების გამო იმუნური რეაქცია დასუსტებული ჰქონდა. მაგალითად, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კიბოთი ან აივ/შიდსით დაავადებული პაციენტი. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები კორონავირუსს უფრო დიდხანს ებრძვიან. შესაბამისად, მას აქვს დრო, მუტაცია განიცადოს და ჩამოაყალიბოს ისეთი შტამი, რომელსაც ორგანიზმის იმუნური პასუხის გვერდის ავლა შეუძლია.
ამ თეორიას მხარს უჭერს კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის წარმომადგენელი რიჩარდ ლესელსი. მას მაგალითად მოჰყავს ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი ქალი, რომელსაც შიდსი ჰქონდა. ის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კორონავირუსის მატარებელი იყო. მას და სხვა პაციენტებს, რომელთაც ინფექცია რამდენიმე კვირას ან თვეს გაუგრძელდათ, „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი მუტაციები აღმოაჩნდათ.
იმავდროულად, ქრისტიან დროსტენი არ ეთანხმება ამ თეორიას და მიიჩნევს, რომ ასეთ ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია იმუნური სისტემის გვერდის ავლა, მაგრამ უნარი, ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გაავრცელონ, შემცირებულია. მაშინ როდესაც, „ომიკრონი“, სხვა შტამებთან შედარებით, უფრო გადამდებია.
იმოქმედეს თუ არა ცხოველებმა „ომიკრონის“ წარმოქმნაზე?
„ომიკრონის“ წარმოშობის მესამე თეორია არის ის, რომ ვირუსი შეიძლება რომელიმე ცხოველის სხეულში გაჩნდა, შემდეგ მუტაცია განიცადა და ადამიანებს „ომიკრონის“ ვარიანტის სახით გადაეცა. ამ თეორიას მხარს უჭერენ Scripps Research-ის ინფექციური დაავადებების მკვლევარი ქრისტიან ანდერსენი და არიზონას უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი მაიკ ვორობეი.
ამ თეორიის სასარგებლო არგუმენტი არის არსებული მტკიცებულება იმისა, რომ ზოგიერთი ცხოველი შეიძლება კორონავირუსით დაინფიცირდეს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მეცნიერთა უმეტესობა, ორი წლის წინ უჰანში ვირუსის აფეთქების დროს, კორონავირუსის ცხოველურ წარმომავლობაზე საუბრობდა.
2020 წელს დანიაში ბევრი წაულა განადგურდა, რადგან მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ცხოველები კორონავირუსის მუტაციური ვარიანტების მატარებლები არიან. ვეტერინარები კი ვარაუდობენ, რომ კვერნა ამ ვირუსით ადამიანისგან დაინფიცირდა. სავარაუდოა, რომ ამ ცხოველებს შეუძლიათ ადამიანებს კორონავირუსის მუტაციური ვერსიები გადასდონ. კიდევ ერთი არგუმენტი ამ თეორიის სასარგებლოდ არის ის, რომ ცხოველის სხეულში არსებული ვირუსი იწვევს სხვა ევოლუციურ ცვლილებებს, რაც „ომიკრონის“ ახალ მუტაციებს ხსნის.
წყარო:imedinews.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ქმარმა ორსულ ცოლს სამზარეულოს დანით ყელი ერთი წლის შვილის თანდასწრებით გამოჭრა - ტრაგედია თბილისში
🔵„შიმშილობის გამოცხადება არაერთი მიზეზით, არის შეცდომაც და მეტიც“ - ნათია ფანჯიკიძე
1735404066
საინტერესო ამბებიროგორ დავკიდოთ ხატები სახლში და რომელი ხატები უნდა გვქონდეს აუცილებლად?
როგორ მოვაწყოთ სახლში სალოცავი კუთხე, გვასწავლის მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე). „ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღ...
1735399887
სპორტიგიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტრადიციულად, წლის ბოლოს გალადაჯილდოება ჩაატარა და წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. გამოკითხვის შედეგად, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები, სპორტული ჟ...
1735394074
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს, იმდენად არაობიექტურად და ლობიზმის სულისკვეთებით არის გაკეთებული განცხადება, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა რუსული საქმე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა
„საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ძალიან კარგად იცის, რომ 2022 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისედაც იმყოფებოდა დე ფაქტო სანქციების ქვეშ, ეს მისთვის, ჩვენი გუნდისთვის და საზოგადოებისთვის არახა...
1735391642
ახალი ამბებიკახა ლაბუჩიძე ბიძინა ივანიშვილზე: დაასანქცირეს ადამიანი, ვინც ქველმოქმედებებს არ ითვლის, აურაცხელ სიკეთეს აკეთებს, პატრიოტიზმს რომ ებრძვიან, ამის ულევი მაგალითები გვაქვს
„დაასანქცირეს ადამიანი, ვინც ქველმოქმედებებს არ ითვლის, აურაცხელ სიკეთეს აკეთებს, პატრიოტიზმს რომ ებრძვიან, ამის ულევი მაგალითები გვაქვს,“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი, კახა ლაბუჩიძე ა...
1735382608
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, დღისით ზოგან ძლიერი. ღამით ცვალებადი მიმართულების, დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერა...