საქართველოში "ექიმ" რობოტებს შემოიყვანენ

საქართველოში ქართულ ენაზე ადაპტირებული "ექიმი” რობოტების შემოყვანა იგეგმება. როგორც კომპანია mydoc.ge-ის თანადამფუძნებელი ირაკლი სასანია ამბობს, კომპანია სახელმწიფოსთვის და კერძო სექტორისთვის ქართულ ენაზე ადაპტირებული რობოტების შემოყვანას გეგმავს, რომელიც ექიმებს პაციენტებთან კომუნიკაციაში დაეხმარება. პირველი რობოტი ქვეყანაში 3 კვირაში შემოვა. მას შეეძლება პაციენტებთან პალატაში შესვლა, წამლების მიწოდება და გასაუბრება სპეციალისტის დახმარებით.
“რობოტი პეპერი კი ღიმილს იწვევს ჩვენში, მაგრამ მას თავისი დანიშნულება აქვს, რომელიც პანდემიის დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მას შეუძლია რომ მივიდეს პაციენტებთან და ტელესამედიცინო არხების საშუალებით მოხდეს კონსულტაცია, დისტანციურად შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა ვიზუალურად, გამოკითხოს და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ხშირად გვესმის პაციენტებისგან ჩივილი, რომ უყურადღებოდ არიან, ვერ ესაუბრებიან ექიმებს. სწორედ ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას ძალიან მალე შევთავაზებთ საზოგადოებას. ჩვენი კომპანია მუშაობს რობოტების ადაპტაციაზე საქართველოში და ალბათ სახელმწიფო გამოიყენებს კოვიდ სასტუმროებში თუ კლინიკებში. იმედი გვაქვს, რომ იქნება დაინტერესება, გვინდა, რომ რამდენიმე პილოტური მოდელი ჩამოვიტანოთ საქართველოში, რომელიც იქნება ქართულად ადაპტირებული. მას შეეძლება რომ მივიდეს, დაიაროს პალატები, ნახოს პაციენტები, მიუტანოს წამლები, გამოკითხოს, დაელაპარაკოს სპეციალისტის საშუალებით“-ამბობს ირაკლი სასანია, mydoc.ge-ის თანადამფუძნებელი.
წყარო:BM.GE
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵სიცილიის ეპარქია ბოდიშს იხდის
🔵"ნუ ღრიალებ" - ედუარდ შევარდნაძის ცნობილი ფრაზა 22 000 დოლარად იყიდება
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...