46 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი

კორონავირუსის შედეგად, 46 წლის ასაკში  საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ყოვლადუსამღვდელოესი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი გარდაიცვალა.

ინფორმაციას, სამღვდელო პირები და მრევლი ადასტურებს. 

ერში რამაზ კაპანაძე დაიბადა 1975 წლის 19 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხორითში. მონაზვნად აღიკვეცა 1995 წლის 16 დეკემბერს და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის სახელზე ეწოდა დიმიტრი. 1996 წლის 10 მარტს ხელდასხმული იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1997 წლის 12 იანვარს – მღვდელმონაზვნად. შემდგომ მიენიჭა იღუმენისა და არქიმანდრიტის წოდებები.

2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე) გამოარჩია ეპისკოპოსად. 2013 წლის 27 ოქტომბერს მცხეთის წმიდა თორმეტი მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულა მისი ქიროტონია ეპისკოპოსად.

ეპისკოპოსი დიმიტრი 2013-2015 წლებში მართავდა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას, ხოლო 2015 წლიდან დღემდე – ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741625030

სპორტი

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...

სპორტსმენი

1741621047

მსოფლიო

კრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან

„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...

კრემლი

1741618565

მსოფლიო

Bild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება

აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...

ტრამპი და ზელენსკი

1741616542

საზოგადოება

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა.  როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....

ზოგადი

1741612495

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი