“ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს გატარებული, მორჩით ჭკუის სწავლებას!” - ნიკა ქავთარაძე

ნიკა ქავთარაძე ვრცელ მიმართვას ავრცელებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც სხვისი საქმიანობის კრიტიკით არიან დაკავებულნი მაშინ, როდესაც თავად არაფერს ქმნიან:

"ამ ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ და უჭირდათ იშოვონ სამსახური საკუთარი პროფესიით. 
ამიტომაც უმრავლესობას უწევს სხვა საქმის ან საქმეების სწავლა და იმით შემოსავლის შოვნა. 
ალბათ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც გიწევს 2-3-4 სხვადასხვა საქმის კეთება, რომ რამე შემოსავალი გქონდეს.

პირადად მე ისეთი პროფესია ავირჩიე, დაახლოებით 25 წლის წინ, რომლითაც ხალხი მიცნობს. ისე ეკონომისტი ვარ.
ჩემი კოლეგები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არიან მდიდრები. 
მე და ჩემ ქართველ “კოლეგებს” არ გაგვიმართლა ამ მხრივ. 
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მუდმივად არის კრიზისები, პირველი რასაც ამ კრიზისისას ერხევა, ჩვენი სფეროა - შოუბიზნესის.

ვარსებობთ პრინციპული ადამიანები, ვისაც გაჭირვება გვირჩევნია, ვიდრე ისეთი რამის და ისეთ ვინმესთან ერთად კეთება, რომელიც ჩვენს მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, სწორედ ამ პრინციპების და მორალის გამო, ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს მე პირადად გატარებული.
არც ახლა მილხინს - დილით სხვა სამსახურში ვარ, დღისით სხვაში და ღამით სხვაში. 
მეც მინდა, რომ ერთი საქმის კეთება იყოს საკმარისი. რადგან წარმოუდგენელია, რომ მაგალითად ამერიკაში, ინგლისში, თურქეთში, ან ინდოეთში ადამიანი იყოს ქვეყნის საუკეთესო სერიალის მსახიობი, ან საკუთარი შოუს ავტორი და ამის პარალელურად თავის გადასარჩენად უწევდეს სხვა რაღაცების კეთება. 

მაგრამ ეს ხომ საქართველოა.
ჰოდა, შეეშვით მორალის კითხვას - ამას როგორ აკეთებ, იმას რატომ აკეთებ.
სხვა გზა არაა!
და თუ მართლა გაწუხებთ ვინმეს საქმის შინაარსი, ეძებეთ პრობლემის საფუძველი, არსი.
ეძებეთ მიზეზი - რატომაა ეს ქვეყანა ღარიბი.
იყვირეთ ამ პრობლემაზე და შეცვალეთ გარემო.

მანამდე კი ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს არ ვკიდივართ კისერზე, რომლებიც ვასაქმებთ და ვარჩენთ სხვებს - შეგვეშვით. 
უბრალოდ, მორალს მაინც ნუ გვიკითხავთ.
ამოვიდა ყელში ამდენი ზედაპირული, გაბოროტებული და თავხედური ჭკუის სწავლება.

43 წლის ვარ და აღარ მომწონს, როცა თინეიჯერივით მარიგებენ ჭკუას ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის უკეთესობისთვის.
და ზოგადად, შევეშვათ ერთმანეთის უაზრო და ბოღმით სავსე ლანძღვას. 
დროს ამაში ვხარჯავთ და ვკლავთ.
ვიფიქროთ განვითარებაზე, პრობლემებიდან თავის დაღწევაზე და არა ამ პრობლემებში ერთმანეთის როგორმე ჩათრევაზე.

არ ვიცი, რამდენად გასაგებად წერია, მაგრამ ვისაც არ უნდა, იმას 2x2-იც არ ესმის.თავისუფლად, მეგობრებო, თავისუფლად!დღეს ორშაბათია, ასე რომ კვირის ბოლომდე ბევრის მოსწრებაა შესაძლებელი.წარმატებულ კვირას გისურვებთ - ყველა კარგ საქმეში."

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741606380

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს

„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1741605516

ახალი ამბები

11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...

 დაზიანებული გზა

1741604917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...

ლევან მაჭავარიანი

1741602716

ახალი ამბები

საქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...

მზიანი ამინდი

1741601626

მსოფლიო

გერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა

კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...

„გერმანიის რკინიგზა