ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი - დაკავებულია სამი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ორი პირი – 1985 წელს დაბადებული ვ.ი. და 1989 წელს დაბადებული ს.ი. დააკავა. სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულების შემოწმებისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: სამი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სამი მჭიდი და ერთი ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ხ. ოზურგეთში დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს BLOW MINI MOD 2003-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და რვა საბრძოლო ვაზნა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵რამდენი ბერძენი აცხადებს უარს ვაქცინაციაზე და რა მიზეზით ?!

🔵თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა

🔵იაგო ფრანგიშვილი: სანამ ომიკრონზე საუბარს დავიწყებდე, დრო ისე მირბის, რომ უკვე დელტაკრონზე თუ დელტაომიკრონზე და ალფაკრონებზე მოგვიწევს საუბარი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741971621

მსოფლიო

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...

მარკ კარნი

1741969756

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...

 დენის შმიგალი

1741968663

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...

მარიამ ლაშხი

1741967694

საზოგადოება

ფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი

წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...

ფსიქიატრი

1741965225

საზოგადოება

ავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი

 ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...

ოზურგეთი