იაგო ფრანგიშვილი: სანამ ომიკრონზე საუბარს დავიწყებდე, დრო ისე მირბის, რომ უკვე დელტაკრონზე თუ დელტაომიკრონზე და ალფაკრონებზე მოგვიწევს საუბარი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი, სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონთან" დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"კითხვებმა, რომ უკვე ნორმალურ ზღვარს გადააჭარბა და უკვე ახლად ინფექცია გადატანილებს, რომ ეუბნებიან საქართველოში, ეს რაც გქონდა არ იყო ომიკრონი და ომიკრონის გამო უკვე რამდენიმე კვირაში უნდა აიცრაო,
აი აქ უკვე შეუძლებელია არ მქონდეს რეაქცია.

მერე რამდენიმე ჟურნალისტის თხოვნაც შემოვიდა, ომიკრონზე რას იტყოდიო.

მოკლედ,

სანამ ომიკრონზე საუბარს დავიწყებდე, დრო ისე მირბის, რომ უკვე დელტაკრონზე თუ დელტაომიკრონზე და ალფაკრონებზე მოგვიწევს საუბარი.

მოდით და იქიდან დავიწყოთ, რომ მუტანტი არის საშინელი სიტყვა და არაფრით ასახავს რაიმე ორგანიზმის ქვესახეობას.

მუტაციები კი ბუნებრივია და განვიცდით ყველა.

ჯერ აქამდე არცერთი ახალი მუტაცია არ ყოფილა უფრო მეტად ,,სიკვდილისმომტანი,, ვიდრე წინა.

ისე, მუტაციებიც და მუტაციის ქვეჯგუფებიც იმდენია, რომ უკვე ვერც ვითვლით.

დაახლოებით 20-მდე მუტაციაა ცნობილი და მათ ყველას მისი სახე სხვაობები აქვს. 

ყველაზე ნაკლები გენეტიკური სახესხვაობებია ალფა კოვიდ მუტაციაში და ეს დღეისდღეობით 8 სახისაა, დელტა ვარიანტის 22  სახესხვაობაა ცნობილი, ომიკრონის ჯერეჯერობით 30 სახესხვაობაა.

ომიკრონზე თუ ვისაუბრებთ, ყველაფერი შეიძლება ითქვას და ამ ყველაფერს მინიმუმ ათი ინტერპრეტაცია ექნება.
გადამდებია?

კი, იქნება და უფრო მეტად? მაგრამ, ვირუსის ლასტი ლორწოვანში რამდენჯერმე ნაკლებია, ვიდრე წინა სახეობებისა, ჰო, მაგრამ, ბევრს ასნეულებს, კი, ბევრს, მაგრამ არ ასნეულებს, 99% ჯანმრთელი და  არა ასაკოვანი ვერც კი გრძნობს, ჰო მაგრამ, მასობრივი როა, ეს 1%-იც ბევრია

კიი მაგრამ იქ, სადაც ინფექციის მაჩვენებელი კვირაში 100.000 მოსახლეზე 1800 არის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იკლებს 15-მდეა, ანუ ზოგადადაც და ასაკისა თუ მძიმე ქრონიკული ავადმყოფების ჩათვლითაც კი ავადმყოფობის 1%-ზე დაბლა ჩამოვდივართ .....

და ასე შემდეგ.....

შეგვიძლია ვაგრძელოთ და ვაგრძელოთ დისკუსიები.....

მოკლედ,

ამას სადავოდ და სადისკუსიოდ კი არ ვამბობ და ვწერ.

არ მსურს საერთოდ დისკუსია, ზოგი ასეთი და ზოგი ისეთი კუთხით უდგება და ყველას თავისი სიმართლე აქვს.

მოდით და ვნახოთ ფაქტები, აბსოლუტური და 100%-იანი ფაქტები,  უფრო სწორად კი ერთი უმთავრესი ფაქტი

თუ რა გადაწყვეტილებას იღებდა  ყოველთვის, ყოველთვის, ამ 2 წლის მანძილზე ყოველთვის და ერთხელაც კი ,,არანოსტრადამულად,, ვერ მოქმედი და ვერ მოაზროვნე ხელისუფლებანი  და რას აკეთებენ ახლა?

ადრე, როცა ინფექციურობის მაჩვენებელი ასე მაღალი არ იყო და აცრილებიც საკმაოდ იყვნენ და მე საუბარი მაქვს ასე 3 თუ 4 თვის წინ, როცა თითქმის მთელმა დასავლეთმა იმ ხალხის 90%-მა აიცრა, რაც ახლაც აცრილია,
აი მაშინ რა იყო?

კარანტინი იყო 2 კვირა და ვრცელდებოდა ყველა საკონტაქტო პირზე, რომელსაც კი მოიძიებდა ჯანდაცვის სისტემა.

დღეს, გაცილებით მეტი ინფექციის მაჩვენებლის დროს დააწესეს და შეთანხმდნენ 5-დღიან კარანტინზე და ბევრ ქვეყანაში ეს მხოლოდ ინფიცირებულს ეხება და არა კონტაქტ პერსონას.

ასე რომ, აქედან გამომდინარე ყველამ, აბსოლუტურად ყველამ იცის, თუ რა რა, სად ვდგავართ პანდემიის თვალსაზრისით და საშიშროებისა თუ დაზაფრვის რა შინაგანი განცდა გააჩნიათ იმ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ.

გერმანიაში უკვე სამჯერ გადაწიეს ,,იძულებითი აცრის,, შემოღება ახლა იმაზეა დისკუსია, რომ ამგვარ წესებზე დისკუსიააო აუცილებელიო, ასე განაცხადა ბუნდესპრეზიდენტმა, ანუ სავალდებულო აცრის შემოღებაზე ჯერ დისკუსიას აპირებს გერმანია, აქამდელი ვადა, მარტის ბოლოსთვის ყველა ჯანდაცვის თუ პროფესიულად მრავალკონტაქტური ადამიანი აცრილი უნდა იყოსო, აი ეს ვადა მარტის ბოლოდან ჯერჯერობით გაურკვევლობაში გადასწიეს.

ჩემი აზრით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იციან, მარტის ბოლომდე ომიკრონი იქნება პანდემიიდან ენდემურ ინფექციად კოვიდის ტრანსფორმირების გზა.

მოხუცები და მძიმე დასნეულებული ადამიანები დასაცავია, ინფლუენცასგანაც, კორონასგანაც, პნევმოკოკისგანაც...

პაციენტის მართვის პრიორიტეტულობა წინა და წინა ხაზზე გადმოდის,  როცა იქნება და ინტენსიურში ყველა პაციენტი აცრილ დაბუსტერებული იქნება და ბევრი ოთხჯერ და ხუთჯერ აცრილიც, ეს გარდაუვალი მომავალია, ამას არ ესაჭიროება წინასწარმეტყველება.

წინასწარმეტყველება ესაჭიროება მხოლოდ იმას, თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი გადაწყვეტილების მიმღები, რომელიც გადაწყვეტს, ჩაითვალოს თუ არა აცრილად 3 თვის წინ მესამედ ან მეოთხედ აცრილი, თუ 6 თვის წინა აცრილი 
თუ იქნება და ყოველ თვეში აცრილი ჩაითვალოს მართლა აცრილად???.

აი ეს მართლაც ძნელი საწინასწარმეტყველოა და მე ამას არ ვამბობ ხუმრობით ან სარკაზმით.

რამდენიმე დღის წინ ერთი კარგი ბებო გარდაიცვალა, 98 წლის ასაკში და ბოლო აცრა, მესამე აცრა ჰქონდა ნოემბერში,  ჰოდა ეუბნება რეანიმაციის განყოფილების უფროსი ამ ქალბატონის 78 წლის შვილს, შვილიშვილებს და უკვე ზრდასრულ შვილთაშვილს, რომ "ბუსტერს დრო გაუვიდა ალბათო, თითქმის სამი თვე იყო გასულიო და ამიტომ ვერაფერი მოვახერხეთო"

აი ასეთს თუ ვკითხავთ, ვინაა აცრილი, ალბათ 30%-მდე  ჩამოიწევს აცრის ქვოტა.

მოკლედ, თუ გვინდა გავიგოთ, რამდენად საშიშია ესა თუ ის ვარიანტი, მუტაცია თუ ზოგადად სიტუაცია, 
უნდა გავარკვიოთ იქიდან, თუ რა შეზღუდვებს, ვის და რა პირობებში უწესებს ხელისუფალი კონკრეტულად.

ჩაატარა ფეხბურთის ჩემპიონატი ათიათასობით დამსწრეთი? არ თვლის არაფერს საშიშად და თუ კონცერტის ჩატარებას გიკრძალავს, იმიტომ რომ ასე მოეხოშა, ასე სურს, სურს რომ დაგანახოს ისაა გადამწყვეტი.

არცერთი საათი არ დახურულა ამაზონის ან დეჰაელის თუ სხვა ლოგისტ გიგანტების ცენტრები, სადაც ერთ დარბაზში ათასობით ადამიანი მუშაობს. საამშნებლო ბიზნესში, ხორცის გადამუშავების ბიზნესში თუ სხვაგან ნაქირავებ დასაქმებული უცხოელები გერმანიაში ისევ 20 ადამიანი ცხოვრობს ერთადერთ კონტეინერში და არავის მოსვლია აზრად კონტეინერის ქალაქების დახურვა, სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

20 კაცი ერთ 20 მეტრიან კონტეინერში. 10 ერთ მხარე ორ სართულად და 10-იც მეორე მხარეს, ,,პროსტინით,, გაყოფილი პარცელებით.

არავის მოსვლია აზრად ამ სიტუაციის შეცვლა.

აზიულატებიც მყავს პაციენტები და აბა ნახეთ სად და რამდენი ცხოვრობს ერთ ოთახში, ერთ სართულზე, საერთო სამზარეულოთი და ტუალეტით, არავის მოსვლია აზრად ამ პრობლემის გადაწყვეტა.

ძალიან ბევრ მოხუცთა სახლში ისევ და ისევ, გერმანიაშიც კი ერთ პატარა 10 კვადრატულ მეტრ ოთახში ორი ღრმადმოხუცია.

ჩინეთი გაცილებით უფრო აშკარად გვანახვებს, თუ რა და როგორ უნდა აღვიქვათ, რა ხდება საერთოდ ჩვენს ირგვლივ და რისი უნდა გვეშინოდეს.

ერთ დღეში 100 ინფექციის გამო  ჩინეთმა 13 მილიონიანი ქალაქი ჩაკეტა.

მაგრამ, მართლა ჩაკეტა?

არა,
 არცერთი ფაბრიკა არ დახურულა, არცერთი მუშა მოსამსახურე სახლში არ დარჩენილა, შეზღუდვა არ შეხებია სამუშაო, ეკონომიკურ სფეროს. ქალაქის ჩაკეტვა არ შეხებია ეკონომიკურ ლოგისტიკას და მიმწოდებელი ბიზნესის ტრანსპორტს.

შეეხო მხოლოდ პირად გადაადგილებას, შეეხო მხოლოდ პირად ცხოვრებას, პირად კონტაქტს სამუშაოს გარეთ.

ამასაც ხომ გააზრება უნდა და თუ გავაკეთებთ, მივხვდებით, თუ რა ხდება", - წერს იაგო ფრანგიშვილი.

სხვა სიახლეები:

🔳 "რატომ ვერ აღწევს ომიკრონი ფილტვებამდე?" - მოლეკულური ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის განმარტება

🔳 ნანა გეგეჭკორი: ომიკრონით გამოწვეული კოვიდ -19 ნამდვილად არის ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლებად სასიკვდილო დაავადება - აკონტროლეთ თქვენი ქრონიკული პრობლემები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741973228

მსოფლიო

პუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...

ტრამპი: პუტინი

1741971621

მსოფლიო

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...

მარკ კარნი

1741969756

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...

 დენის შმიგალი

1741968663

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...

მარიამ ლაშხი

1741967694

საზოგადოება

ფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი

წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...

ფსიქიატრი