„არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად!“- მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

„არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად!“, - წერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკგვერდზე.
„რაც მესმის და ვხედავ კიდევ 1 მილიონი ჩვენი თანამემამულე გეგმავს უცხოეთში გადახვეწას სამუშაოს და შემოსავლის გულისთვის.
მინდა მოგმართოთ, ჩემი გამოცდილებიდან და საკუთარი თვალით დანახულიდან გამომდინარე - უცხოეთში ძალიან ძნელია ღირსეული ადგილის მოპოვება.
მესმის, რომ აქ ისე გშიათ, ახლა ფიქრობთ, საკვებიც საკმარისია თქვენთვის, მაგრამ საკვების გარდა ადამიანს სჭირდება ღირსეული ცხოვრების პირობები, პატივისცემა და თავის სრულფასოვან ადამიანად აღქმა.
ეს ყველაფერი კი ახალი ემიგრანტისთვის ძალიან ძნელია. უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდხანს თქვენ იქნებით მეორეხარისხოვანი მაცხოვრებლები, რაც ნიშნავს, რომ არამხოლოდ თქვენი ნიჭის და კვალიფიკაციის მიხედვით ვერ იმუშავებთ, არამედ უნდა ემსახუროთ ხშირ შემთხვევაში თქვენზე უფრო გაუნათლებელ და ნაკლები უნარების მქონე ადგილობრივს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იქ დაიბადა და თქვენ ჩასულები ხართ. გარდა ამისა, საქართველოს თან ვერ მოიკიდებთ და ვერ წაიღებთ და სამშობლოს მონატრების გრძნობა ძალიან მძიმეა.
მე ეს ჩემ თავზე გამოვცადე, უნდა შეეგუოთ ასევე თქვენს შვილებთან დიდხანს განშორებას [ესეც გამოვცადე]. ხოლო თუ ბედმა გაგიღიმათ და თქვენი პატარები თან წაიყვანეთ, ხშირ შემთხვევაში ისინი აღარ იქნებიან ქართული ენის მატარებელი და არ ექნებათ ბმა ქვეყანაზე.
რას გთავაზობთ სანაცვლოდ?
ვიბრძოლოთ ერთად უახლოეს კვირებში, 2-3 თვე და გაძლევთ გარანტიას, რომ არამხოლოდ სიტუაცია შეიცვლება, თითოეულ თქვენგანს შემდეგი წლის ბოლომდე ექნება მინიმუმ იმდენივე შემოსავალი, რაც პოლონეთში, საბერძნეთში ან თუნდაც გერმანიაში.
ვიცი, რომ პოლიტიკოსების დაპირებების არ გჯერათ, მაგრამ გაიხსენეთ ის, რომ მე არასდროს მომიტყუებიხართ. ჩვენ შევინარჩუნებთ სამშობლოს და მომავალს!“, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
ასევე საინტერესოა:
1741081056
ახალი ამბებითბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა
თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტ...
1741079387
საზოგადოებაჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას
ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...
1741078518
საზოგადოებალევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია
მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...
1741077851
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...
1741075487
საზოგადოებასაქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...