„დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება დაფასებული ადგილი განსხვავებით სააკაშვილისგან“- ალუდა ღუდუშაური

„დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება დაფასებული ადგილი განსხვავებით სააკაშვილისგან “, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, ოპოზიცია სკოლაში პოლიტიკის შეტანას ცდილობს.

„ახალი ფსკერი და მწვერვალი დაიპყრეს იმით, რომ საკუთარი ქვეყნის იურისდიქციის და ქვეყნის საზღვრებში საჯარისო ფორმირებების გადაადგილებას უწოდეს ომი.

აქ არის მათი რეალური სახე, ეს იმ ნარატივის გაგრძელებაა, როცა ამ რადიკალურმა ჯგუფებმა და მათმა წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რომელიც ქვეყანას ადანაშაულებდა ომის დაწყებაში.

იქამდე დაეცნენ, რომ მოსწავლეებში და სკოლაში შეიტანეს პოლიტიკა და ცდილობენ ხელოვნური აჟიოტაჟი შეიტანონ სკოლაში და ამ ბინძური მეთოდებით შევიდნენ და ამას საუბრობენ ადამიანები, ვინც ქვეყნისთვის საზიანო რეზოლუციას მოაწერეს ხელი.

სახელმძღვანელოში აბსოლუტურად სწორად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი. ძალიან სწორად არის შეყვანილი ბიძინა ივანიშვილი სახელმძღვანელოში, არ უნდა იყოს?!

დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება დაფასებული ადგილი განსხვავებით სააკაშვილისგან და თუ ამ ისტორიის წიგნში რაიმე არის არასწორი და არ ასახავს რეალობას, არის ის, რომ სახელმძღვანელოში ის საგმირო საქმეები არ არის ასახული, რაც ჩაიდინა, რისთვისაც არის მსჯავრდებული და რაზედაც მიმდინარეობს არაერთი საქმე,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

სასკოლო სახელმძღვანელოში, საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის 9- ე კლასის მეორე ნაწილში, ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობაზეა საუბარი.

სახელმძღვანელოში ასევე საუბარია ვარდების რევოლუციისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

წიგნში გვხვდება, ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას ბიოგრაფიაც. წიგნში შეტანილია ცნობები ყოფილი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ზვიად გამსახურდიას შესახებ.

ამავე თემაზე:

🔵 "სახელმძღვანელოს არ აქვს პროპაგანდისტული ფორმა, მაგრამ ეშმაკი, რომ დეტალებში იმალება?" - ისტორიკოსი მე-9 კლასის სახელმძღვანელოს შესახებ

🔵 „ბიძინა ივანიშვილზე წიგნში არა ქველმოქმედი, არამედ „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს!“ - შალვა ნათელაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741094261

ახალი ამბები

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...

საქართველოს სკოლებ

1741093691

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...

ვალუტის კურსი

1741092844

ახალი ამბები

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

1741091557

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...

ირაკლი კობახიძე

1741090663

ახალი ამბები

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ რურუა აირჩიეს

პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ასარჩევად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ რურუას კანდიდატურა წარადგინა. კომიტეტის წევრებმა სპორ...

 ზურაბ რურუა