არარატ მირზოიანი - სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის 2024 წელი იყო უმნიშვნელოვანესი, ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას, რაც ახალი შესაძლებლობაა

2024 წელი იყო უმნიშვნელოვანესი წელი სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. 2024 წელს ოფიციალურად პარტნიორები გავხდით. ჩვენი ურთიერთობები ორ ერს შორის ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე ვითარდებოდა, მაგრამ ეს უკვე ოფიციალურად გაფორმდა, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პარტნიორობა ახალი შესაძლებლობაა სომხეთისა და საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ეკონომიკური პარტნიორობისთვის.

„ეს მნიშვნელოვანია ასევე სხვა სფეროებისთვისაც, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ბევრი სხვა მიმართულებით, სადაც გაძლიერდება ჩვენი პარტნიორობა. დღეს ქალბატონ მაკასთან შევაჯამეთ ის ერთობლივი მიღწევები, რაც ბოლო წლის განმავლობაში გვქონდა, განვსაზღვრეთ სამომავლო ნაბიჯები. ძალიან გვახარებს იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი მიმდინარე ვიზიტები უმაღლეს დონეზე ხორციელდება, ეს არის ნამდვილი, ღრმა დიალოგის მტკიცებულება საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობა კოლეგა უწყებასთან და ამას ვაგრძელებთ დიალოგის ფორმატში, როგორც ოფიციალურ, ასევე, ვიქნებით სტუმრის როლში და ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ვისაუბროთ ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტრანზიტზე და არ გამოვტოვებთ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც კავკასიას გააჩნია, სომხეთ-საქართველოს, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის, ტრანზიტის მიმართულებით.

ჩვენ მოგვიწევს აზერბაიჯანის ხსენებაც, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ამ კონტექსტში სომხეთის ინიციატივა სამშვიდობო დიალოგის, აქტიური პარტნიორობის, როგორც ეკონომიკური, ასევე ტრანსპორტის მიმართულებით არა მარტო ჩვენს რეგიონს, არამედ ფართო რეგიონს ეხება. იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაწყებული გვაქვს, ჩვენ შევიმუშავეთ წინადადება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, როდესაც მოხდება ბლოკის მოხსნა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს ამაზე საუბარი და გვინდა, ეს ბლოკი მოიხსნას და ამ პროექტებს, რომელსაც კარგად იცნობთ, რომ გადავიდეთ საბოლოო შეთანხმებაზე აზერბაიჯანთან და მოვახდინოთ მდგომარეობის სტაბილიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებით გვინდა, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა, ეს იქნება ტრანსპორტის მიმართულებით, დაბლოკილი ინფრასტრუქტურის გახსნის მიმართულებით, დელიმიტაციის მიმართულებით, დემარკაციის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მიღწევები სომხეთს და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის თაობაზე. აქვე მინდა, ვახსენო, გვაქვს იგივე ერთგულება სომხეთ-საქართველოს მიმართულებით საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის მიმართულებით, მზად ვართ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, ძალიან მიხარია თქვენი მასპინძლობა ჩემს ძვირფას კოლეგას, პარტნიორს მივესალმები და დარწმუნებული ვარ, იმ მოგზაურობის დასაწყისი, რომელსაც ერთად გავივლით“, – განაცხადა მირზოიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738248558

საქართველო

გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს

გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს. როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, Eagle Hills-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1738247180

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...

ირაკლი კობახიძე

1738246238

სპორტი

პორტუგალიურმა კლუბმა ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა, „ფამალიკაომ“ ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.  „ოთარ მამაგეიშვილი...

ოთარ მამაგეიშვილი

1738246172

მსოფლიო

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების გამო პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა

ისრაელის მხარემ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო. მედიის ცნობით, ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდა...

ბავშვი

1738245556

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: ევროსაბჭოს ასამბლეაში მიღებული რეზოლუცია საქართველოს დამორჩილებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მედიასთან აფასებს. „ყველა არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნას არჩევნები ლეგიტიმუ...

დიმიტრი ხუნდაძე