„ჩრდილოვანი კაბინეტი“, როდის გამოხვალთ ჩრდილიდან - თაკო ჩარკვიანი

„ჩრდილოვანი კაბინეტი“, როდის გამოხვალთ ჩრდილიდან და პატარ-პატარა ლოკაციებიდან დიდ ლოკაციაზე, როდის მორჩება „სახალხო სეირნობა“, – ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

ჩარკვიანის განცხადებით, უფრო კარგია, რუსთაველზე სტრატეგიულად 40 ათასი ადამიანის ყოფნა, ვიდრე „1 000 კაცით გაბრაზებულად სეირნობა სხვადასხვა ლოკაციაზე“.

ჰოდა 40 ათასი რუსთაველზე უფრო კარგია სტრატეგიულად თუ „1 000 კაცით“ „გაბრაზებულად სეირნობა“ სხვადასხვა ლოკაციაზე და თან მხოლოდ ნაცპარტიის ლიდერებით.

„ჩრდილოვანი კაბინეტი“, როდის გამოხვალთ ჩრდილიდან და პატარ-პატარა ლოკაციებიდან დიდ ლოკაციაზე, „სახალხო სეირნობა“ როდის მორჩება. კითხვა მაქვს მარტივი, მესმის, რომ 900 ათასი ამომრჩევლიდან არ გამოდის ქუჩაში ამდენივე, (ასე ხდება ხოლმე), რეგისტრირდებიან (ფბ-ში წერენ, მაგრამ არ მოდიან), მაგრამ 40 და 30 ათასი რომ გამოდის ხომ ვნახეთ, უკვე თან ბევრჯერ, ხომ ასეა?! ჰოდა 40 ათასი რუსთაველზე უფრო კარგია სტრატეგიულად თუ „1 000 კაცით“ „გაბრაზებულად სეირნობა“ სხვადასხვა ლოკაციაზე და თან მხოლოდ ნაცპარტიის ლიდერებით. ამას ვამბობ – ვიმეორებ („ზოგიერთისთვის“ ტვინში რომ შეუშვან), კაცი საქართველოს მესამე პრეზიდენტია და მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერად რატომ ტოვებთ ორგანიზატორები, ვერ ვხვდები.

მე, ერთი მოქალაქე, დღეს იმიტომ გამოვდივარ რესპუბლიკის მოედანზე, რომ სახელმწიფო მომტაცა შვიდკაციანმა ბანდამ, რომელსაც „ხელისუფლება“ ჰქვია რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მეთაურობით, რომელიც მკვლელობის მონაწილედ გვხდის და არა იმიტომ, რომ როგორც ჩანს, საკმაოდ სუსტ და ნაადრევად შექმნილ „ჩრდილოვან კაბინეტს“ ვუყურო“, ჰოდა ამაზე იფიქრეთ „ზოგიერთმა“, არ ვიცი, ვის ეხება, რომელ „ჩრდილოვან ლიდერს“ (ვინც მიიღებთ საკუთარ თავზე იმას).

ხალხს ტრიბუნა მიეცით, იქნებ უკეთ მიხედონ საქმეს. (თქვენ მოემსახურეთ „ჩრდილოვანი კაბინეტიდან“), ასე უფრო წაადგება ქვეყანას. სულ მთლად „ჩრდილოეთის“ ანუ „რუსეთის“ მსახური ხელისუფლება გადაბარებას გვიპირებს და რა დროს ნაადრევი ამბიციებია.

15:00 საათზე, მოვდივარ, (როგორც ყოველთვის) ჯერ მოქალაქე და მერე პოლიტიკოსი“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

ამავე თემაზე:
🔵ვინ არიან ის ადამიანები ვისაც მეორე ადამიანის სიკვდილი უხარიათ?-ბიძინა კულუმბეგოვი  

🔵სააკაშვილის ჩამოსვლის და მისი მომხრეების მიზანია ქვეყანაში არეულობის გზით ხელისუფლებაში რაღაც ცვლილებას მიაღწიონ-ირაკლი ქადაგიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741625030

სპორტი

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...

სპორტსმენი

1741621047

მსოფლიო

კრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან

„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...

კრემლი

1741618565

მსოფლიო

Bild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება

აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...

ტრამპი და ზელენსკი

1741616542

საზოგადოება

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა.  როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....

ზოგადი

1741612495

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი