ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ - შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტისთვის ზელენსკის მიმართვაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაზე ინიციატივას არ განიხილავს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრი რატომ საუბრობს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის სახელით.
„საუბრობენ უკრაინის ხელისუფლების სახელით, ჩართვა უნდა, არ უნდა, არც კი ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლებას. ესეც აჩვენებს, რა არის ამის რეალური მიზანი. ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ. საერთოდ საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრს როგორ და რა კავშირი აქვს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან, რატომ საუბრობს მათი სახელით. ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არ ყოფილა, ამით ეს საკითხი გარკვეულია. ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ირაკლი ოქრუაშვილი: „უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“
🔵 დააკავეს კაცი, რომელმაც 82 წლის ნათესავი ქალი მოკლა და მისი ტელევიზორის ლომბარდში ჩაბარება სცადა
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...