ევროკავშირის წარმომადგენლობა პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება.
როგორც „ინტერპრესნიუსთან” ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი აღნიშნავს, ამ კვირაში საქართველოს პარლამენტში დაწყებული პროცესი, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე, რომელიც გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორის არსებული სამსახურის გაუქმებას, საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.
„ვინაიდან შეიძლება არსებობდეს მიზეზი, რომ საკანონმდებლო წესით გაუმჯობესდეს საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეკისრება, ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელდეს ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, არსებითი, ფართო დებატებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის საქართველოში არსებული დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად და, შესაბამისად, კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საკვანძო ინსტიტუტს წარმოადგენს.
ევროკავშირი ჩართული იყო ამ სამსახურის შექმნაში და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსების ინვესტირება მოახდინა. ამიტომ, ჩვენ ამ ქმედებებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების პარლამენტთან ურთიერთქმედება შესაძლებელი არ აღმოჩნდა“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანის ინიცირება და ამ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებული ვადები და ნაჩქარევი განხილვა კიდევ უფრო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებასთან დაკავშირებით - ჩატარდეს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად.
„ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა და დამოუკიდებლობა არსებითია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის და ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების სათანადო განხორციელების და საქართველოს ევროპული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.
ამავე თემაზე:
🔵 "მას ყველა კარი ღია აქვს"- პრემიერმა ლონდა თოლორაიას საჯარო სამსახურში დასაქმება შესთავაზა
1740845128
ახალი ამბებისაქართველოში ყინვა გაძლიერდება - მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცემა
გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართ...
1740842952
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა - ის დღეს კირ სტარმერს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ლონდონში ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მას დღეს, დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს. ამის შესახებ BBC...
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...