გერმანიაში შესვლის პირობები იცვლება

გერმანიაში შესვლის შეცვლილი პირობები იცვლება. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო  ავრცელებს. 

მათივე ცნობით, დღეიდან გერმანიაში შესასვლელად პირები ექვსი წლის ასაკიდან ვალდებულები არიან, თან იქონიონ კოვიდ - საბუთი.

პირებმა ექვსი წლის ასაკიდან გერმანიაში შესვლისას უნდა წარადგინონ ტესტის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელი საბუთი. ტესტი (ანტიგენის ან PCR) ძირითადად ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.

აღნიშნულისგან განსხვავებით სატრანსპორტო კომპანიის (მაგ. ავიაკომპანიის) მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაში PCR-ტესტი ჩატარებული უნდა იყოს (დაგეგმილი) გამგზავრების დაწყების მომენტამდე (მაგ. თვითმფრინავის აფრენამდე) მაქსიმუმ 48 საათით ადრე.

ანტიგენის ტესტი სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაშიც ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე. კოვიდ-საბუთის ვალდებულება ასევე ვრცელდება თვითმფრინავის იმ მგზავრებზე, რომლებიც მხოლოდ ტრანზიტის მიზნით ჩადიან გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში. ეს ეხება ტრანზიტულ მგზავრობას როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნებში, ასევე შენგენის ქვეყნებიდან ან შენგენის ქვეყნებში.

ვირუსის ვარიანტის (https://www.rki.de/.../Neuartiges.../Risikogebiete_neu.html) ქვეყნებიდან გერმანიაში შესვლის შემთხვევაში აუცილებელია PCR-ტესტის საბუთის წარდგენა. ამ შემთხვევაში არ არის საკმარის ანტიგენის სწრაფი ტესტის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

სატრანსპორტო კომპანიის (მაგ. ავიაკომპანიის) მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაში PCR-ტესტი ჩატარებული უნდა იყოს (დაგეგმილი) გამგზავრების დაწყების მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე. გარდა ამისა, გერმანიის უწყებებმა შეიძლება დამატებით მოითხოვონ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის შემდეგ PCR-ტესტის ჩატარება ჩასვლის ადგილზე (მაგ. აეროპორტში). - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 ტიკარაძე: "ომიკონის" კიდევ 15 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

🔵 ირაკლი გიორგაძე: 24 დეკემბერს ვაკის პარკის მიმდებარედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740848364

ახალი ამბები

გურიის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები, მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში, მცხოვრები პირი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, ურთულეს...

მეხანძრე-მაშველები

1740846442

მსოფლიო

„გუშინ ნახევარ უკრაინას არ ეძინა... იმედია, ზელენსკის სათადარიგო გეგმა აქვს“ - პოროშენკო

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პეტრო პოროშენკო ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების ჩაშლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გუშინდელის გამო არ აპირებს ზელენსკის გ...

 პოროშენკო

1740845128

ახალი ამბები

საქართველოში ყინვა გაძლიერდება - მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართ...

ყინვა

1740842952

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა - ის დღეს კირ სტარმერს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ლონდონში ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მას დღეს, დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს. ამის შესახებ BBC...

ვოლოდიმირ ზელენსკი

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე