ირაკლი კობახიძე: NED-ის ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის

„დემოკრატიის ეროვნულ ფონდის“ ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს რევოლუციური ქმედებები, პროპაგანდა გარკვეული მიმართულებით, ამ ყველაფერს ემსახურებოდა NED-ის დაფინანსება.
„NED-ის ხაზით ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, შესაბამისად, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის. არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს მაგალითად, რევოლუციური ქმედებები, პროპაგანდა გარკვეული მიმართულებით. ამ ყველაფერს ემსახურებოდა NED-ის დაფინანსება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაფინანსება შეიზღუდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1740665665
საზოგადოებასაქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა
საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global-ის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%-ია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +5.3%-ით მეტია. აღსან...
1740665110
ახალი ამბები28 თებერვალს ვაკეში წყალი შეწყდება
ხვალ, 28 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდფაუერი“ ვაკის რაიონში, გიორგიშატბერაშვილის ქუჩის N46-ის მიმდებარედწყალმომარაგების სტაბილურობისთვისაუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯივიპის ინფორმაციით, ტექნიკურისა...
1740664615
მსოფლიორამზან კადიროვის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობას ტოვებს
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უფროსმა ქალიშვილმა აიშატ კადიროვამ, რომელიც ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი იყო, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა. „ეს სამუშაო...
1740663960
საზოგადოებანუკრი დეკანაძე: ბათუმში 70-მდე სპეცტექნიკა მუშაობს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება
ბათუმში ტროტუარების ფეხით სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მიერ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, - განაცხადა ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკან...
1740662657
საზოგადოებაჩოხატაურის მერი: გვრჩება 8 სოფელი ისეთი, სადაც ვერ შევედით. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე გზაშია მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, რომლითაც აღნიშნულ 8 სოფელში შევალთ და გავწმენდთ, ჯერჯერობით მხოლოდ ცენტრალურ გზებს
გვრჩება 8 სოფელი ისეთი, სადაც ვერ შევედით. დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე გზაშია მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, რომლითაც აღნიშნულ 8 სოფელში შევალთ და გავწმენდთ, ჯერჯერობით მხოლოდ ცენტრალურ...