ლევან მაჭავარიანი: წინა ხელისუფლება გასამართლდება არა მარტო ტოტალიტარული რეჟიმის შექმნისთვის, არამედ მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვაზე - თუ როგორ აღმოჩნდა საქართველო რუსეთის პირისპირ ომში
წინა ხელისუფლება გასამართლდება არა მარტო ტოტალიტარული რეჟიმის შექმნისთვის, არამედ მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველო რუსეთის პირისპირ ომში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიძია და სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა 2008 წლის ომის შესახებ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და სტრასბურგშიც და ჰააგაშიც რუსეთს ოკუპანტი უწოდა.
„წინა ხელისუფლება გასამართლდება არა მარტო იმ ტოტალიტარული რეჟიმისთვის, რაც შექმნეს - სისტემური წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. - არამედ მათ მოუწევთ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორიც არის, როგორ აღმოჩნდა საქართველო რუსეთის პირისპირ ომში? რატომ შეუცვალეს სტატუსი კოდორს და ახალგორს? რატომ გადაარქვეს კოდორს ზემო აფხაზეთი და ტყვიის გასროლის გარეშე გადააბარეს რუსეთს? წაგებული ომიდან ორ თვეში რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება. რატომ გადამალეს „ისკანდერის“ ნაწილები, რომელიც მთავარი სამხილი უნდა ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოში? შემდგომ ჩვენ მოვიძიეთ სამხილები, წარვადგინეთ და ჩვენ დავარქვით რუსეთს ოკუპანტი სტრასბურგშიც და ჰააგაშიც“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1737997570
ახალი ამბებისაქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ბურჯ- ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბურჯ-ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა....
1737996346
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა...
1737994496
მსოფლიოარჩევნების გამო დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სანქციების სიას ცხრა ახალი პუნქტი დაამატა. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება. ბრიტანეთის მთავრობამ კანადასთან, ევ...
1737993118
ახალი ამბებიპაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტომანქანე...
1737991198
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულსაამიროებში დასრულდა. მთავრობის მეთაური აბუ-დაბისსაერთაშორისო აეროპორტში არაბთაგაერთიანებული საამიროების სახელმწიფომინისტრმა აჰმე...