პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულსაამიროებში დასრულდა.

მთავრობის მეთაური აბუ-დაბისსაერთაშორისო აეროპორტში არაბთაგაერთიანებული საამიროების სახელმწიფომინისტრმა აჰმედ ალ საიემ გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსმთავრობის მეთაური არაბთაგაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს,შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანსშეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ,არაბთა გაერთიანებული საამიროებისპრეზიდენტის რეზიდენციაში, ხელი მოეწერაშეთანხმებას, რომლის თანახმად,საქართველოს ისტორიაში პირველად,ქვეყანაში 6 მილიარდი აშშ დოლარისმოცულობის პირდაპირი უცხოურიინვესტიცია განხორციელდება. უმსხვილესიდეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საინვესტიციოპროექტებს თბილისსა და გონიოშიგანახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმაშეხვედრები გამართა არაბთაგაერთიანებული საამიროებისტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიანბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან, ასევე აბუ-დაბისსახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთანდა მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან,აბუ-დაბის პორტების ჯგუფთან, რომელიცაქტიურად არის ჩართული შუა დერეფნისგანვითარებაში და თბილისის მშრალიპორტის პროექტს ახორციელებს.

„ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არის სამაგალითო ქვეყანა, პროგრესის, ეკონომიკური წინსვლის კუთხით და ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას სერიოზული სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის. გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის, პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან. ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში. „ემაარ ჯგუფი“ არის მსოფლიოში ცნობილი თავისი გამოცდილებით, რესურსებით და ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა. ძალიან მალე პროექტის განხორციელება დაიწყება. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის, ეკონომიკის, თბილისის და აჭარის განვითარებას, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ეს პროექტი ყველა კუთხით მნიშვნელოვანია“, - განაცხადაირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738079409

მსოფლიო

ალიევი: აშშ ეწინააღმდეგებოდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს

 აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელების წინააღმდეგი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ ს...

ალიევი

1738077231

მსოფლიო

პუტინის თანაშემწე - ლონდონი „ასწლიანი შეთანხმებით“ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კოლონიის შექმნას ცდილობს

 კრემლის ლიდერის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც დადო შეთანხმება „ასწლიანი პარტნიორობის“ შესახებ კიევის „რეჟიმთან“, ცდილობს შექმნას საკუთარი კოლონია უკრაინის ტერიტ...

პუტინის თანაშემწე

1738075847

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი - ვერანაირი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, მიიღოს ანტიქართული გადაწყვეტილებები, ეს უნდა შეიგნონ ევროპაში

ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევ...

პოლიტიკოსები

1738074331

საქართველო

შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთ...

შალვა პაპუაშვილი

1738073337

ახალი ამბები

რეჟისორ ლაშა რობაქიძის 6 თვის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

რეჟისორ ლაშა რობაქიძის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 6 თვის ადამს ფილტვები და გულის სარქველი აქვს დაზიანებული. ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სანდრო ელოშ...

ლაშა რობაქიძის შვილი