ლონდა თოლორაია: თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად იდგა ევროპული ღირებულებების გზაზე

„თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად იდგა ევროპული ღირებულებების გზაზე“, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
სახელმწიფო ინსპექტორს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს.
„მიღებული კანონის თანახმად სამსახურიდან გაგვათავისუფლეს მე და ჩემი მოადგილეები, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ორგანო.
საბედნიეროდ საქართველოს პარლამენტმა, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წევრების სამდღიანი ბრძოლის შემდეგ შეცვალა დამოკიდებულება სამსახურის თანამშრომლების მიმართ და ისინი გადაანაწილა იმ ორ ახალ უწყებაში, რომელიც დღეს მიღებული კანონით უნდა შეიქმნას.
თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად იდგა ევროპული ღირებულებების გზაზე და ნამდვილად ამკვიდრებდა ახალ სტანდარტებს,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.
ასევე საინტერესოა:
1741965225
საზოგადოებაავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...
1741964127
მსოფლიომარკო რუბიო - აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუბიოს თქმით, ახლ...
1741963658
საზოგადოებარატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ შეხვედრების მთავარი მიზანი საერთო ინტერესები და ღირებულებებია
ეს შეხვედრა პირველ რიგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ამერიკის ელჩი ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციები გაუზ...
1741961525
საზოგადოებამაჭავარიანი ჩეხეთის რეზოლუციაზე: ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ
„ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტ...
1741961295
საზოგადოებააშშ-ის საელჩო: დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები
საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩ რობინ დანიგანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკ...