აშშ-ის ელჩი მოუწოდებს პარლამენტს, რომ „ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილოს და პროცესი ინკლუზიური და გამჭვირვალე გახადოს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი უწყება, რომლის ფუნქცია მიზანია მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ასევე მის მოვალეობებში შედის სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელიც შეიძლება საჯარო მოხელეების მიერ ყოფილიყო ჩადენილი. ამით იგი უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორთან ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტს მოუწოდებს, რომ პროცესი შენელდეს.

„ახალი კანონპროექტის შემუშავების პროცესი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაციას და მის ორ ნაწილად გაყოფას გულისხმობს, სამწუხაროდ ყოველგვარი კონსულტაციების და გამჭვირვალობის გარეშე წარიმართა. მათ შორის, არ ყოფილა კონსულტაციების თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ამ სფეროს ექსპერტებზე. მაშინ, როდესაც არ იყო საჭიროება იმისა, რომ აღნიშნული პროცესი წარმართულიყო ასე ნაჩქარევად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ს ელჩის თქმით, პრობლემურია ის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

„გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორმა გვითხრა, რომ მისმა სამსახურმა წარუდგინა პარლამენტს საკანონმდებლო შეთავაზება, რომელიც სამსახურის გაძლიერებას ითვალისწინებდა. თუმცა ამ კანონპროექტის განხილვა არ მომხდარა.

ყველაზე მეტად პრობლემატური საკითხია ის, რომ ახალი კანონპროექტში შედის ისეთი რეგულაცია, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებას გულისხმობს უკვე მარტის თვიდან, როდესაც არანაირი კითხვის ნიშანი ამ თანამშრომლების მიმართ არ ყოფილა არც პარლამენტის, არც სხვა ზედამხედველი ორგანოს მხრიდან. ყველა მათგანი არის ამ სფეროს ექსპერტი, რომელიც მრავალი წელია მუშაობს და კეთილსინდისიერად ასრულებს თავის სამუშაოს. სამწუხარო იქნება, თუ ეს ადამიანები მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ“, — განაცხადა კელი დეგნანმა.

ამავე თემაზე:

🔵 "რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში, ვერ შევძლებდი სამსახურის ინტერესის დაცვას" - ლონდა თოლორაია (ვიდეო)

🔵 მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათ დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი - მიხეილ სააკაშვილი

🔵 NGO: პოლიტიკური ანგარიშსწორება, იმ საგამონაკლისო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეძლო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740992569

ახალი ამბები

კახა კალაძე: მნიშვნელოვანია „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენა, რათა დავუბრუნდეთ 2008 წლის აგვისტოს ომს, მოხდეს გამოძიება

„სანამ წინა ხელისუფლება 2008 წლის მოღალატეობრივ ქმედებას ჩაიდენდა, რამდენიმე ხნით ადრე გააუქმა კანონი სამშობლოს ღალატის შესახებ. ხომ წარმოგიდგენიათ უკვე რა ფიქრები ჰქონდათ და რა ნაბიჯებს დგამდნენ“, -...

კახა კალაძე

1740989912

საზოგადოება

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დაღუპული სამხედროების დედებს დედის დღე მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული...

თავდაცვის ძალები

1740988176

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...

შალვა პაპუაშვილი

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა