მიხეილ სააკაშვილი - ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას

„ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.

დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო.

დაახლოებით 6 საათში ამ განცხადებიდან, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას.

ამის შემდეგ, დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით 4 საათი აცდევინებდნენ ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში.

ასევე, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია.

ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ კი არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემს წინააღმდეგ.

ამიტომ, მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას!”, - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ასევე საინტერესოა:

🔵 დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული გარდაიცვალა

🔵 მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის პიროვნებაა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738422298

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ხელწერილით გათავისუფლებიდან სულ მალე, მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ, თავმოყვარე ქვეყანაში წარმოადგენს დანაშაულს

„არ შეიძლება შიმშილი იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიმართ შანტაჟის იარაღად“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა მზია ამაღლობელის შიმშილობა...

დავით მათიკაშვილი

1738421810

ახალი ამბები

შსს: მოვუწოდებთ 2 თებერვალს დაანონდებული შეკრების მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართ შეკრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კან...

შსს ღამე

1738420220

სპორტი

ბორჯღალოსნებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით 110:0 დაამარცხეს!

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით - 110:0 დაამარცხეს. პირველი ტაიმი ანგარიშით 47:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში, ბორჯღალოსნე...

ბორჯღალოსნებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით 110:0 დაამარცხეს!

1738418617

ახალი ამბები

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-მ 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

აა

1738415372

სპორტი

საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით - 42:0 დასრულდა

ავჭალის სტადიონზე საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით - 42:0 დასრულდა. "რაგბი ევროპის" 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაშ...

საქართველოს რაგბის ნაკრებ