მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის პიროვნებაა

„ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის პიროვნებაა“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ გრიფირებულ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებზე საუბრისას განაცხადა. 

„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“, - ამბობს ჩხენკელი.

მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში.

„ასევე, საზოგადოებას მინდა, შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭვირვალე, ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ“, - ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

ის განმარტავს, რომ გრიფირების პროცესში მონაწილეობას იღებენ  წამყვანი სპეციალისტები და ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. 

მინისტრის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ამავე თემაზე:

🔵 "სახელმძღვანელოს არ აქვს პროპაგანდისტული ფორმა, მაგრამ ეშმაკი, რომ დეტალებში იმალება?" - ისტორიკოსი მე-9 კლასის სახელმძღვანელოს შესახებ

🔵 „არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება!  სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს“ - ელენე ხოშტარია

🔵 „ბიძინა ივანიშვილზე წიგნში არა ქველმოქმედი, არამედ „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს!“ - შალვა ნათელაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738429090

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი PACE-ს რეზოლუციაზე: ეს იყო სრულიად გაუგებარი და საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი რეზოლუცია

დავით მათიკაშვილმა მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ისაუბრა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს იყო სრულიად გაუგებარი და საქართვე...

დავით მათიკაშვილი

1738427029

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა დროებით საგამოძიებო კომისიაზე: არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება

„არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას. „ორშაბათს ბიუროზე ვიმსჯელებთ საგამოძ...

პოლიტკოსი

1738422298

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ხელწერილით გათავისუფლებიდან სულ მალე, მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ, თავმოყვარე ქვეყანაში წარმოადგენს დანაშაულს

„არ შეიძლება შიმშილი იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიმართ შანტაჟის იარაღად“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა მზია ამაღლობელის შიმშილობა...

დავით მათიკაშვილი

1738421810

ახალი ამბები

შსს: მოვუწოდებთ 2 თებერვალს დაანონდებული შეკრების მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართ შეკრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კან...

შსს ღამე

1738420220

სპორტი

ბორჯღალოსნებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით 110:0 დაამარცხეს!

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით - 110:0 დაამარცხეს. პირველი ტაიმი ანგარიშით 47:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში, ბორჯღალოსნე...

ბორჯღალოსნებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით 110:0 დაამარცხეს!